ფრანგი მომღერალი Vendredi sur Mer თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Vendredi Sur Merმომღერალი Vendredi sur Mer
მომღერალი Vendredi sur Mer - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
შარლ მინიო დედაქალაქში შეასრულებს როგორც ძველ ჰიტებს, ისე სიმღერებს ახალი ალბომიდან Metamorphose.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ფრანკო-შვეიცარიელი პოპ-შემსრულებლის Vendredi sur Mer კონცერტი თბილისის მულტიფუნქციურ სივრცე Mono Hall-ში 2022 წლის 12 მარტს გაიმართება.
Vendredi sur Mer – ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც „პარასკევი ზღვასთან“. ესაა 26 წლის შარლინ მინიოს სცენური ფსევდონიმი. მომღერალმა ფრანგი მსმენელის გულები სასიყვარულო ტექსტებითა და საოცნებო რეტრო ჟღერადობით დაიპყრო.
მომღერალი ამჟამად პარიზის სხვადასხვა პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში გამოდის.
მინიო თბილისში შეასრულებს ძველ ჰიტებსაც და ახალ სიმღერებსაც ალბომიდან Metamorphose, რომელიც 18 მარტს გამოვა.
ყველა ახალი ამბავი
0