დენაციფიკაცია – ეს უკრაინის გათავისუფლებაა

© photo: Sputnik / Sergey Averin / ფოტობანკში გადასვლა
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
ვლადიმირ სკაჩკო
უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია დაასახელა.
ოპერაცია გრძელდება და რამდენ ხანს გასტანს, ვერავინ ამბობს. რუსეთმა მიზნად დაისახა მისი ჩატარება მინიმალური ადამიანური მსხვერპლით. ბევრი უკრაინული ნაწილი ტერორისტების ტაქტიკას იყენებს – იმალებიან და საცეცხლე წერტილებსაც მალავენ საცხოვრებელ კვარტლებში და იქიდან მათ გამოდევნას შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწიროს. დაღვრილი სისხლის დავიწყება ორ მოძმე ხალხს დიდხანს და რთულად მოუწევს.
პუტინმა ამ ოპერაციას იძულებითი ზომა უწოდა. მისი ჩატარება უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ აიძულა. არა მხოლოდ იმით, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებმა დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართეს, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა რესპუბლიკების წინააღმდეგ პროვოკაციები გააძლიერეს. პუტინმა თავიდანვე განაცხადა, რომ ოპერაცია მიმართულია არა უკრაინის ხალხის, არამედ ნეონაცისტური ხუნტის წინააღმდეგ, რომელმაც ქვეყანა და ხალხი მძევლად აიყვანა. შესაბამისად, მიმდინარე მოვლენებს შეიძლება ვუწოდოთ გათავისუფლებისა და გადარჩენის ოპერაცია. არა მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის, არამედ მთელი უკრაინის.
8 წლის წინ 2014 წლის 22 თებერვალს ანტიკონსტიტუციური სამხედრო გადატრიალების შედეგად დაიწყო ქვეყნის მასშტაბური გარდაქმნა ანტირუსეთად, სადაც უნდა განადგურებულიყო ყველაფერი, რაც წინანდელი უკრაინის არსს შეადგენდა: ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრება, საერთო წარსულის ხსოვნა, ზნეობა, რწმენა, რუსული ენა, ტრადიციები, სულიერება.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ოპერაციის მთავარი მიზანია უკრაინის დაბრუნება მისი ხალხისთვის, რომელმაც მისი მომავალი უნდა განსაზღვროს. რუსეთი კი მას დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციაში უნდა დაეხმაროს. როგორც გერმანიაში ჰიტლერის ნაციზმზე გამარჯვების შემდეგ 1945 წელს, რამაც ეს სახელმწიფო ნორმალური ცხოვრების რელსებზე დააბრუნა. და ეს, სამწუხაროდ, დღეს უკიდურესად სჭირდება უკრაინას.
პოსტნაცისტურ გერმანიასთან ანალოგია თითქმის სრულია, თუ უკრაინის მმართველი რეჟიმის სიტყვებსა და საქმეებს შეადარებთ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინვე მიმართა ხალხს და განაცხადა: „თქვენ გეუბნებიან, რომ ნაცისტები ვართ. მაგრამ განა შეიძლება ნაციზმს მხარი დაუჭიროს ხალხმა, რომელმაც ნაციზმის დასამარცხებლად რვა მილიონზე მეტი სიცოცხლე გაიღო? როგორ შეიძლება ვიყო ნაცისტი მე? უთხარით ეს ბაბუაჩემს, რომელმაც მთელი ომი საბჭოთა არმიის ქვეით ჯარში გამოიარა და გარდაიცვალა პოლკოვნიკად დამოუკიდებელ უკრაინაში“.
ლამაზად ნათქვამია? უდავოდ. მარშალ ჟუკოვის მეთაურობით სამამულო ომის ფრონტზე მებრძოლი ბაბუის ხსოვნას ამოეფარა.
მაგრამ ამ სიტყვების ცინიზმი და ფარისევლობა ისაა, რომ ერთი დღით ადრე უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოსულიყო შეთანხმებიდან „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ხალხების ვაჟკაცობისა და გმირობის ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“.
იმ საფუძველზე, რომ ეს მიზანშეწონილი არ არის „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის“ ჭრილში. მაგრამ 23 თებერვალს ხომ არავითარი „აგრესია“ არ ყოფილა...
დოკუმენტი კი 2011 წლის 3 სექტემბერს დუშანბეში მიიღეს და 2013 წლის 18 აპრილს რატიფიკაცია განახორციელეს. იგი ითვალისწინებდა ხელმომწერი ქვეყნების ვალდებულებებს, განეხორციელებინათ ღონისძიებები დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად, მეომრების სამარხებისა და ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი ძეგლების მოსავლელად.
უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა მაქსიმ ბუჟანსკიმაც მინისტრების ამ გადაწყვეტილებაზე დაწერა: „შემოგთავაზებდით, ამ კანონპროექტისთვის გეწოდებინათ „დააფურთხე ბაბუის საფლავზე“, დამეთანხმეთ, შინაარსის ადეკვატურია. და, რასაკვირველია, დაგვეხმარება აგრესიის მოგერიებაში. ასეთი რამეები ყოველთვის გვეხმარება, ჩვენ ხომ ეს კარგად ვიცით“.
მთელ უკრაინაში მიზანმიმართულად და სისტემურად განადგურდა გიორგი ჟუკოვის ყველა ძეგლი. დეკომუნიზაციისა და დეკოლონიზაციის საბაბით შეუდგნენ დიდი სამამულო ომის მებრძოლთა ყველა ძეგლის დემონტაჟსა და განადგურებას, თვით ეს ტერმინი კი აიკრძალა.
გამარჯვების დღეს, 9 მაისს გეორგიევსკის ლენტის ტარებასაც კი პატიმრობა შეიძლება მოჰყვეს. თვით ამ ზეიმს კი უკრაინაში, როგორც ცნობილია, კანონმდებლობით სახელი შეუცვალეს და უწოდეს მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე, და გადაწიეს ერთი დღით ადრე – ე.წ. ხსოვნისა და შერიგების დღეს.
უკრაინელი ნეონაცისტები ყოველ წელს გამარჯვების დღეს აწყობდნენ უკრაინის იმ მოქალაქეთა დაშინების აქციებს, რომლებიც უკვდავი პოლკის მარშზე გამოდიოდნენ. ჰიტლერის ახლად მოვლენილი თაყვანისმცემლები გამოდიან მოწოდებით, ოფიციალურად დაარქვან მას „სასიკვდილო პოლკი“ და დაივიწყონ.
ამასთან, ადრინდელმა ნეონაცისტებმა ფაქტობრივად მძევლად აიყვანეს საბჭოთა კავშირის გმირის ნიკოლაი კუზნეცოვის და კიევის გამათავისუფლებელი არმიის გენერლის ნიკოლაი ვატუტინის ნეშტი, რომლებიც ლვოვსა და კიევში არიან დაკრძალული. უნდათ მათი ნეშტი ოფიციალურად მიჰყიდონ რუსეთს და გაცვალონ რუსულ ციხეებში მყოფ უკრაინელ ტერორისტებზე.
წელს ხარკოველმა ნეონაცისტებმა მთელ ქვეყანაში „დევატუტინიზაციის“ ჩატარების წინადადება წამოაყენეს – ძეგლებისა და მემორიალური დაფების განადგურება, ვატუტინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქუჩებისა და მოედნების სახელების გადარქმევა.
ეს ყველაფერი კი უნდა მომხდარიყო დაკანონებული დეკომუნიზაციის ფარგლებში, უფრო ზუსტად, ბანალური, მაგრამ მკაცრი და ტოტალური დერუსიფიკაციის – ნებისმიერი რუსული გავლენისგან გათავისუფლების ფარგლებში. რუსული ენის გამოყენების აკრძალვით ყველა სფეროში, გარდა პირადი ყოფისა.
რუსები და უკრაინელები ერთ სახელმწიფოში ცხოვრობენ და თანაბარი უფლებები აქვთ, როგორც კონსტიტუციაშია ჩაწერილი. მაგრამ მხოლოდ წელს რუსული ენა, ვიმეორებ, ფაქტობრივად საბოლოოდ გამოაძევეს მასმედიიდან და განათლებისა და კულტურის სფეროებიდან. დაიწყო მასწავლებლების გათავისუფლება სკოლებში – დასვენებებზე რუსულად საუბრისთვისაც კი. თავად ზელენსკიმ კი ახდილად მოუწოდა: თავი იგრძენით რუსებად, წადით რუსეთში და გაათავისუფლეთ უკრაინული მიწა...
სწორედ ამისგან უნდა გაათავისუფლოს უკრაინა პუტინის მიერ შემოთავაზებულმა დენაციფიკაციამ. მაგრამ როგორ? ეს კითხვა, სამწუხაროდ, ჯერ პასუხგაუცემელია – ნეონაცისტები ასე მარტივად არ დანებდებიან, რუსოფობიის მეტასტაზები კი მთელ უკრაინულ ორგანიზმს მოედო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0