Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დემნა გვასალიას ფოტო წლების წინ – დიზაინერს ვერ იცნობთ

© courtesy of Demna Gvasaliaდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
დიზაინერი და ცნობილი მუსიკოსი 2017 წელს დაქორწინდნენ და ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობენ. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია.
სოციალურ ქსელებში დიზაინერ დემნა გვასალიას ახალგაზრდობის ფოტო ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ დემნა საქართველოს ტელევიზიის კორესპონდენტად მუშაობდა. დიზაინერი ფოტოზე ალბათ მაქსიმუმ 25 წლის არის.
წარმატებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მარტში 40 წლის ხდება. დიზაინერი მოდელ და მუსიკოს ლოიკ გომესზეა დაქორწინებული და მასთან ერთად შვეიცარიაში, ციურიხში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს.
ლოიკი ბოლო პერიოდში ელექტრონული მუსიკის წერითაცაა დაკავებული. სწორედ მას ეკუთვნის „ქავერი“ „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ვიდეოსთვის, რომელიც რამდენიმე თვის წინ იხილა საზოგადოებამ და ძალიან პოპულარულია.
27 წლის მუსიკოსი უკვე ხუთი წელია მუშაობს დემნა გვასალიასთან, მათი თანამშრომლობა დაიწყო Vetements-ის შოუს საუნდტრეკის ჩაწერით 2016 წელს. მას შემდეგ ის ქმნის მუსიკას ყველა დიზაინერული შოუსთვის და ფლეილისტებს Balenciaga-ს მაღაზიებისთვის.
დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. დიზაინერი მანამდე რვა წლის განმავლობაში „მარჯიელაში“ მუშაობდა და მას მარჯიელას „სულიერ შვილად“ მოიხსენიებდნენ. რაღაც პერიოდი კი დემნამ ლუი ვიტონთანაც იმუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0