უკრაინიდან ეუთოს მისიის წევრების ევაკუაცია განხორციელდება

© photo : OSCE/Mikhail Evstafievდროშები ეუთოს ლოგოთი
დროშები ეუთოს ლოგოთი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
ეუთოს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მისიის მუშაობა განახლდება.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. უკრაინაში ეუთოს (OSCE) მისიის ყველა წევრის დროებითი ევაკუაცია მოხდება, ნათქვამია ეუთოს გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის განცხადებაში.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა“.

„უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირეული სიტუაციის გაუარესების გამო მოქმედ თავმჯდომარესთან შეთანხმებით გადავწყვიტე უკრაინიდან საერთაშორისო მისიის ყველა წევრი დროებით გავიყვანო", – ნათქვამია შმიდის განცხადებაში, რომელიც ეუთოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მისია განაახლებს მუშაობას, როცა ამის საშუალება მიეცემა. „ჩვენი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდება რაც შეიძლება მალე და ადგილზე შესაბამისი ფაქტორებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მან.
ხუთშაბათს რუსეთის მოქალაქეებისადმი ტელემიმართვის დროს პუტინმა განაცხადა, რომ გარემოება „მოითხოვს ჩვენგან მტკიცე და გადაუდებელ მოქმედებებს. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მოგვმართეს“.
პუტინის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის მიზანია იმ ადამიანების დაცვა, „რომლებიც რვა წლის განმავლობაში დამცირებას იტანენ“. და ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციას“ მოახდენს.
რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დახურა სამოქალაქო ავიაციისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0