„სუხიშვილებმა“ უკრაინაში გასტროლები გააუქმეს

© Facebook / Sukhishvilebi„სუხიშვილები“ სცენაზე
„სუხიშვილები“ სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
ნინო სუხიშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ, უკრაინელ და პოლონელ დიპლომატებს, რომლებიც არტისტებს უკრაინის დატოვებაში ეხმარებიან.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ევროპული საგასტროლო ტურის უკრაინის ქალაქებში დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს, არტისტები ქალაქ ლუცკიდან ავტობუსებით პოლონეთში გადასვლას ცდილობენ, განაცხადა ანსამბლის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების“ შესახებ. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა. ამ დროისათვის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, შეწყვეტილია სამოქალაქო ავიამიმოსვლა.

„ჩვენ იძულებული ვართ დავტოვოთ ქვეყანა. გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა, არის სრული მობილიზაცია. ჩვენ ვცდილობთ გადავიდეთ პოლონეთის საზღვარზე ავტობუსებით და ვეცდებით იქიდან გამოფრენას“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

მისი თქმით, ანსამბლი უკვე 17 წელია უკრაინაში გასტროლებზე დადის. წელს ანსამბლის გასტროლები უკრაინაში აპრილის შუა რიცხვებამდე უნდა გაგრძელებულიყო.
ნინო სუხიშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ, უკრაინელ და პოლონელ დიპლომატებს, რომლებიც არტისტებს უკრაინის დატოვებაში ეხმარებიან, ასევე მოსახლეობას მხარდაჭერისთვის.
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ საგასტროლო ტურით ევროპაში გაემგზავრა. გასტროლები 6 თებერვალს დაიწყო და 10 აპრილს უნდა დასრულებულიყო.
წყარო - ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“
ყველა ახალი ამბავი
0