https://sputnik-georgia.com/20220224/semeksa-da-komunikaciebis-komisias-shoris-shetanxmeba-gapormda-264753822.html
სემეკსა და კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
სემეკსა და კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს) შორის... 24.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-24T16:51+0400
2022-02-24T16:51+0400
2022-02-24T21:49+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24814/53/248145300_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_f5037f4015aeb625eb8ad61efb9aa935.jpg
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.თანამშრომლობა ორ უწყებას შორის მათ რეგულირებად სფეროებში მომსახურების გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ხარისხის ამაღლებას ითვალისწინებს.„შეთანხმების მიზანია, ორივე რეგულატორმა ხელი შეუწყოს ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მათი ეფექტიანობის ზრდას კომუნიკაციების კომისიისა და სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებულ სექტორებში – როგორც მაუწყებლობასა და ელექტრონულ კომუნიკაციებში, ასევე ენერგეტიკასა და წყალმომარაგებაში“, – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შეთანხმებას ხელი სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ მოაწერეს. კომუნიკაციების კომისიის, სემეკისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების თანამშრომლობის შედეგად უკვე შექმნილია სოციალური პროექტი – *303#, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება მარტივად შეუძლიათ.კერძოდ, მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფის შედეგად მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ან სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, გადაამოწმონ დარიცხვა.*303# კოდით მომსახურება უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. სერვისით მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.წყარო: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
https://sputnik-georgia.com/20211228/sheamowmet-komunaluri-gadasaxadebi-263210607.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24814/53/248145300_58:0:943:664_1920x0_80_0_0_3488fcd8f70be93b312ef2a167bf980b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
სემეკსა და კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
16:51 24.02.2022 (განახლებულია: 21:49 24.02.2022) თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
თანამშრომლობა ორ უწყებას შორის მათ რეგულირებად სფეროებში მომსახურების გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ხარისხის ამაღლებას ითვალისწინებს.
„შეთანხმების მიზანია, ორივე რეგულატორმა ხელი შეუწყოს ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მათი ეფექტიანობის ზრდას კომუნიკაციების კომისიისა და სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებულ სექტორებში – როგორც მაუწყებლობასა და ელექტრონულ კომუნიკაციებში, ასევე ენერგეტიკასა და წყალმომარაგებაში“, – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეთანხმებას ხელი სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ მოაწერეს.
კომუნიკაციების კომისიის, სემეკისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების თანამშრომლობის შედეგად უკვე შექმნილია სოციალური პროექტი – *303#, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება მარტივად შეუძლიათ.
კერძოდ, მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფის შედეგად მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ან სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, გადაამოწმონ დარიცხვა.
*303# კოდით მომსახურება უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. სერვისით მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.