მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის სამხედრო სპეცოპერაცია: ნატო საგანგებო სხდომას მართავს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
თბილისი, 24 თებერვალი − Sputnik. რუსეთის მიერ დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები დღეს საგანგებო სხდომას ჩაატარებენ, იუწყება France-Presse ნატოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ელჩების საბჭო დღეს, დილით საგანგებო სხდომას ჩაატარებს“, − ციტირებს სააგენტო წყაროს.

ალიანსის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება რუსეთის მხრიდან „უკრაინისადმი აგრესიული ქმედებების შედეგები“.
როგორც მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რუსეთმა უკრაინაზე „უგუნური და არაპროვოცირებული თავდასხმა“ მოაწყო.
„მე მტკიცედ ვგმობ რუსეთის უგუნურ და არაპროვოცირებულ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის უამრავ მშვიდობიან ადამიანს. რუსეთმა, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა და დაუღალავი დიპლომატიური ძალისხმევებისა, კიდევ ერთხელ აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ“, − განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთის ქმედება საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევად და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საშიშროებად შეაფასა და მოუწოდა რუსეთს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, დილით გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება. მისი თქმით, რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია“. ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება. ამ დროისათვის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
ყველა ახალი ამბავი
0