https://sputnik-georgia.com/20220224/kalatburti-saqartvelom-crdiloet-makedonia-daamarxca-264764177.html
კალათბურთი: საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
კალათბურთი: საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
Sputnik საქართველო
27 თებერვალს საქართველოს ნაკრები კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ეს შეხვედრა სკოპიეში გაიმართება.
2022-02-24T22:37+0400
2022-02-24T22:37+0400
2022-02-24T23:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262407415_0:0:2899:1631_1920x0_80_0_0_ad2226b116765027a8b9c79f80399633.jpg
თბილისი, 24 თებერვალი − Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თბილისში მსოფლიო-2023-ის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 91:70 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ნატურალიზებული ამერიკელი ტედ მაკფადენი იყო 26 ქულით. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კიდევ ოთხმა კალათბურთელმა 10-ქულიანი ნიშნული დაძლია. ესენი არიან გიორგი შერმადინი (20), კახა ჯინჭარაძე (12), დუდა სანაძე (11) და მიხეილ ბერიშვილი (10).ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა G ჯგუფში დროებით პირველი ადგილი დაიკავა. ილიას ზუროსის აღსაზრდელებს ორი მოგება და ერთი მარცხი აქვთ. ცოტა მოგვიანებით ამავე ჯგუფში ესპანეთი საკუთარ მოედანზე უკრაინას უმასპინძლებს და, დიდი ალბათობით, სატურნირო ცხრილში კვლავ გაუსწრებს საქართველოს.27 თებერვალს საქართველოს ნაკრები კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, მხოლოდ ეს შეხვედრა უკვე სკოპიეში გაიმართება.2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გავა.2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში გაიმართება 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262407415_170:0:2899:2047_1920x0_80_0_0_f5393cedf300697d9fd0eb73723e598e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კალათბურთი საქართველო ჩრდილოეთ მაკედონია
კალათბურთი საქართველო ჩრდილოეთ მაკედონია
კალათბურთი: საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
22:37 24.02.2022 (განახლებულია: 23:46 24.02.2022) 27 თებერვალს საქართველოს ნაკრები კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ეს შეხვედრა სკოპიეში გაიმართება.
თბილისი, 24 თებერვალი − Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თბილისში მსოფლიო-2023-ის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 91:70 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ნატურალიზებული ამერიკელი ტედ მაკფადენი იყო 26 ქულით. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კიდევ ოთხმა კალათბურთელმა 10-ქულიანი ნიშნული დაძლია. ესენი არიან გიორგი შერმადინი (20), კახა ჯინჭარაძე (12), დუდა სანაძე (11) და მიხეილ ბერიშვილი (10).
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა G ჯგუფში დროებით პირველი ადგილი დაიკავა. ილიას ზუროსის აღსაზრდელებს ორი მოგება და ერთი მარცხი აქვთ. ცოტა მოგვიანებით ამავე ჯგუფში ესპანეთი საკუთარ მოედანზე უკრაინას უმასპინძლებს და, დიდი ალბათობით, სატურნირო ცხრილში კვლავ გაუსწრებს საქართველოს.
27 თებერვალს საქართველოს ნაკრები კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, მხოლოდ ეს შეხვედრა უკვე სკოპიეში გაიმართება.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გავა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში გაიმართება 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.