https://sputnik-georgia.com/20220224/irakli-raribasvili-qartuli-ocnebis-dros-fasebi-ufro-nela-izrdeba-264765812.html
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ დროს ფასები უფრო ნელა იზრდება
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ დროს ფასები უფრო ნელა იზრდება
Sputnik საქართველო
კომუნალური გადასახადები „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გაიზარდა 29%-ით, ხოლო წინა ხელისუფლების დროს - 75%-ით, განაცხადა პრემიერმა
2022-02-24T23:48+0400
2022-02-24T23:48+0400
2022-02-24T23:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261469555_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_190b1a24d0b3727b97916b416c88b627.jpg
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მმართველობის პერიოდში საქართველოში ფასების ზრდის ტემპი შენელდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ამჟამად საქართველოში ფასების ზრდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. იანვარში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 13,9% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. მაღალი ინფლაციის მიზეზთა შორის მინისტრმა დაასახელა პანდემიით გამოწვეული ჩავარდნები მიწოდებების ჯაჭვში, ასევე ლოგისტიკური პრობლემები. სურსათის ფასი მსოფლიოში 28%-ით გაიზარდა, გაძვირდა ენერგომატარებლებიც.ამასთან მან აღნიშნა, რომ კომუნალური მომსახურებაც გაძვირდა.„კომუნალური გადასახადები ჩვენ დროს ჯამურად გაიზარდა 29%-ით, ხოლო წინა ხელისუფლების დროს – 75%-ით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მაღალ ფასებთან საბრძოლველად, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა მათზე არ არის დამოკიდებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261469555_55:0:1280:919_1920x0_80_0_0_bab65138071646087d4b12046ee594ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი ოცნება ფასები ზრდა ტემპი
ირაკლი ღარიბაშვილი ოცნება ფასები ზრდა ტემპი
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ დროს ფასები უფრო ნელა იზრდება
23:48 24.02.2022 (განახლებულია: 23:53 24.02.2022) კომუნალური გადასახადები „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გაიზარდა 29%-ით, ხოლო წინა ხელისუფლების დროს – 75%-ით, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მმართველობის პერიოდში საქართველოში ფასების ზრდის ტემპი შენელდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამჟამად საქართველოში ფასების ზრდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. იანვარში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 13,9% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. მაღალი ინფლაციის მიზეზთა შორის მინისტრმა დაასახელა პანდემიით გამოწვეული ჩავარდნები მიწოდებების ჯაჭვში, ასევე ლოგისტიკური პრობლემები. სურსათის ფასი მსოფლიოში 28%-ით გაიზარდა, გაძვირდა ენერგომატარებლებიც.
„რომ ავიღოთ ჩვენი მმართველობის პერიოდი 9 წლის განმავლობაში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ჯამში გაიზარდა 60%-ით. ჩვენ თუ ავიღებთ ანალოგიურ პერიოდს წინა ხელისუფლების, რომლის წარმომადგენლებიც ახლა აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას და, ზოგადად, ფასებთან დაკავშირებულ პოლიტიკას, 8 წელიწადში გაიზარდა 95%-ით, ანუ 35%-ით მეტად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კომუნალური მომსახურებაც გაძვირდა.
„კომუნალური გადასახადები ჩვენ დროს ჯამურად გაიზარდა 29%-ით, ხოლო წინა ხელისუფლების დროს – 75%-ით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მაღალ ფასებთან საბრძოლველად, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა მათზე არ არის დამოკიდებული.