https://sputnik-georgia.com/20220224/evropasi-gazi-1-5-jer-gaizarda-264762043.html
ევროპაში გაზი 1,5-ჯერ გაძვირდა
ევროპაში გაზი 1,5-ჯერ გაძვირდა
Sputnik საქართველო
ევროპაში ზაფხულის ბოლოსთვის საწვავი 250-400-დან 600 დოლარამდე გაძვირდა, ოქტომბრის დასაწყისისთვის - 1000 დოლარამდე
2022-02-24T20:43+0400
2022-02-24T20:43+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251121511_0:378:2968:2048_1920x0_80_0_0_d3d3f8514c49d144b7a1898fe0a52051.jpg
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. მარტის ფიუჩერსების ფასები გაზზე სულ უფრო სწრაფად იზრდება, ზრდა უკვე 60%-ს აღემატება. ამ მონაცემებს აქვეყნებს ლონდონის ბირჟა ICE Futures.ბოლო დღეებში საგარეო პოლიტიკური რისკების გაძლიერების ფონზე გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა. თუ ორშაბათს საანგარიშო ფასმა თითქმის 850 დოლარი შეადგინა, ოთხშაბათს ის უკვე მიუახლოვდა 1050 დოლარს ათას კუბომეტრ ბუნებრივ აირზე (ორ დღეში ზრდა 22,5%).19:38 საათის მონაცემებით, მარტის ფიუჩერსების ფასი TTF-ის ინდექსით თითქმის 61,7%-ით გაიზარდა და თითქმის 1650 დოლარი შეადგინა ათას კუბომეტრ ბუნებრივ აირზე.ევროპაში გაზის ფასების შესამჩნევი ზრდა გაზაფხულზე დაიწყო. ზაფხულის ბოლოს საწვავის ფასი 250-300-დან 600 დოლარამდე გაიზარდა, ოქტომბრის დასაწყისში კი – 1000 დოლარამდე. ფიუჩერსების ბაზარზე ისტორიული მაქსიმუმი – 2190 დოლარი 2021 წლის 21 დეკემბერს დაფიქსირდა. შემდეგ კოტირებები კორექციის შედეგად შემცირდა, მაგრამ ფასები კვლავ მაღალი რჩება.ექსპერტებმა საწვავის ფასების მსგავსი ზრდა რამდენიმე ფაქტორს მიაწერეს: თხევად ბუნებრივ გაზზე მაღალი მოთხოვნა აზიაში, შეზღუდული მიწოდება ძირითადი მომწოდებლების მხრიდან და ევროპული მიწისქვეშა საცავების შევსების დაბალი დონე ხანგრძლივი ცივი ზამთრისა და 2021 წლის ცხელი ზაფხულის შემდეგ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251121511_118:0:2849:2048_1920x0_80_0_0_ac3bab234788289fdadf7457e9ea4249.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროპა გაზი 1,5 გაძვირება
ევროპა გაზი 1,5 გაძვირება
ევროპაში გაზი 1,5-ჯერ გაძვირდა
20:43 24.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) ევროპაში ზაფხულის ბოლოსთვის საწვავი 250-300-დან 600 დოლარამდე გაძვირდა, ოქტომბრის დასაწყისისთვის – 1000 დოლარამდე.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. მარტის ფიუჩერსების ფასები გაზზე სულ უფრო სწრაფად იზრდება, ზრდა უკვე 60%-ს აღემატება. ამ მონაცემებს აქვეყნებს ლონდონის ბირჟა ICE Futures.
ბოლო დღეებში საგარეო პოლიტიკური რისკების გაძლიერების ფონზე გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა. თუ ორშაბათს საანგარიშო ფასმა თითქმის 850 დოლარი შეადგინა, ოთხშაბათს ის უკვე მიუახლოვდა 1050 დოლარს ათას კუბომეტრ ბუნებრივ აირზე (ორ დღეში ზრდა 22,5%).
19:38 საათის მონაცემებით, მარტის ფიუჩერსების ფასი TTF-ის ინდექსით თითქმის 61,7%-ით გაიზარდა და თითქმის 1650 დოლარი შეადგინა ათას კუბომეტრ ბუნებრივ აირზე.
ევროპაში გაზის ფასების შესამჩნევი ზრდა გაზაფხულზე დაიწყო. ზაფხულის ბოლოს საწვავის ფასი 250-300-დან 600 დოლარამდე გაიზარდა, ოქტომბრის დასაწყისში კი – 1000 დოლარამდე. ფიუჩერსების ბაზარზე ისტორიული მაქსიმუმი – 2190 დოლარი 2021 წლის 21 დეკემბერს დაფიქსირდა. შემდეგ კოტირებები კორექციის შედეგად შემცირდა, მაგრამ ფასები კვლავ მაღალი რჩება.
ექსპერტებმა საწვავის ფასების მსგავსი ზრდა რამდენიმე ფაქტორს მიაწერეს: თხევად ბუნებრივ გაზზე მაღალი მოთხოვნა აზიაში, შეზღუდული მიწოდება ძირითადი მომწოდებლების მხრიდან და ევროპული მიწისქვეშა საცავების შევსების დაბალი დონე ხანგრძლივი ცივი ზამთრისა და 2021 წლის ცხელი ზაფხულის შემდეგ.