Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დათო ხუჯაძემ ულამაზესი გოგონა გამოაჩინა – სოცქსელების მომხმარებლები აღფრთოვანებული არიან

© Facebook / Dato Khujadzeდათო ხუჯაძე
დათო ხუჯაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
45 წლის მომღერალი ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა.
მომღერალმა დათო ხუჯაძემ ულამაზესი ქალიშვილი გამოაჩინა. დათომ პატარა ილას ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„პატარა პრინცესა, რა ლამაზია”, „საოცრად ლამაზი“, „დავით, საოცარი შვილები გყავს”, – უწერენ მომღერალს კომენტარებში.
დათო ხუჯაძე დაახლოებით ორი წლის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული პროფესიით მუსიკოსი ეკა დალაქიშვილია. საზოგადოებამ ამის შესახებ მომღერლის მიერ სოციალურ ქსელში მეორე ნახევრის ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ გაიგო.
ხუჯაძემ წლების წინ მოსკოვში ნათია ონიანზე იქორწინა, თუმცა წყვილი 2012 წელს დაშორდა. მომღერალმა საკუთარი პირადი ცხოვრებისა და დანგრეული ოჯახის შესახებ თავის დროზე „ნანუკას შოუში“ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ შვილის ნახვის უფლებას მისი ყოფილი ცოლი არ აძლევდა. თუმცა, თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ყოფილმა ცოლ-ქმარმა ურთიერთობა დაალაგა და დათო ბავშვს ხშირად ნახულობს.
ყველა ახალი ამბავი
0