Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პლუს 8.455 შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.447.969 ადამიანი; ჩატარებულია 2.808.278 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.901 ადამიანი.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 8.455-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.584.454-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.447.969 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 18.206), გარდაიცვალა – 16.022 (ბოლო 24 საათში – 41). კარანტინის რეჟიმშია 7, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.096 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 36.918 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22.936, PCR–ტესტით – 13.982.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 22,9%, ბოლო 14 დღის – 29,17%, ბოლო 7 დღის – 26,71%.
სულ ჩატარებულია 2.808.278 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.901 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge
ყველა ახალი ამბავი
0