https://sputnik-georgia.com/20220223/saqartvelos-aviabazari-swrafi-tempit-vitardeba-264721464.html
საქართველოს ავიაბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება
საქართველოს ავიაბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება
Sputnik საქართველო
ავიამიმოსვლა, რომელიც საქართველოში პანდემიის დაწყებისთანავე მთლიანად შეჩერდა, ახლა უკვე მსოფლიოს 28 ქვეყანაში 56 მიმართულებით ხორციელდება
2022-02-23T19:18+0400
2022-02-23T19:18+0400
2022-02-23T22:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ავიამიმოსვლა საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/16/251533960_74:0:1477:789_1920x0_80_0_0_41a520c069b9c33bf22f00744fca1f07.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებმა რეისების სიხშირე 2019 წელთან შედარებით 70%-ით აღადგინეს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, ამიტომ პანდემიით დაზარალებული სფეროს მხარდასაჭერად საქართველომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო. რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში შეჩერდა, საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს აღადგინა და ქვეყანაში შემოსვლის გარკვეული წესები განსაზღვრა.მინისტრის მოადგილის განცხადებით, თებერვალში მსოფლიოს 28 ქვეყანაში 56 მიმართულება დაფიქსირდა, როდესაც 2019 წელს 29 ქვეყნის 70 მიმართულება იყო. შესაბამისად, მიმართულებების აღდგენამ 80% შეადგინა, ხოლო ქვეყნების რაოდენობა 97%-ით აღდგა.საქართველო აგრძელებს კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებას. 1 მარტიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, ან წარმოადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR–ტესტის უარყოფით პასუხს (მესამე დღეს PCR–ტესტირების ვალდებულების გარეშე).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/16/251533960_249:0:1301:789_1920x0_80_0_0_4cc53dab8f17bd445f2838eedef04a45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ავიაბაზარი ტემპი განვითარება
საქართველო ავიაბაზარი ტემპი განვითარება
საქართველოს ავიაბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება
19:18 23.02.2022 (განახლებულია: 22:35 23.02.2022) ავიამიმოსვლა, რომელიც საქართველოში პანდემიის დაწყებისთანავე მთლიანად შეჩერდა, ახლა უკვე მსოფლიოს 28 ქვეყანაში 56 მიმართულებით ხორციელდება.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებმა რეისების სიხშირე 2019 წელთან შედარებით 70%-ით აღადგინეს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, ამიტომ პანდემიით დაზარალებული სფეროს მხარდასაჭერად საქართველომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო. რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში შეჩერდა, საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს აღადგინა და ქვეყანაში შემოსვლის გარკვეული წესები განსაზღვრა.
„საქართველოს საავიაციო ბაზარი პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფრენები 235-240 სიხშირით სრულდება და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ 70% შეადგინა. ფრენები 33 ავიაკომპანიის მიერ ხორციელდება და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ ამ კუთხით 103% შეადგინა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, თებერვალში მსოფლიოს 28 ქვეყანაში 56 მიმართულება დაფიქსირდა, როდესაც 2019 წელს 29 ქვეყნის 70 მიმართულება იყო. შესაბამისად, მიმართულებების აღდგენამ 80% შეადგინა, ხოლო ქვეყნების რაოდენობა 97%-ით აღდგა.
საქართველო აგრძელებს კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებას. 1 მარტიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, ან წარმოადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR–ტესტის უარყოფით პასუხს (მესამე დღეს PCR–ტესტირების ვალდებულების გარეშე).