https://sputnik-georgia.com/20220223/ragbi-savi-lomi-samxret-afrikis-sida-pirvelobasi-caertveba-264719368.html
რაგბი: „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში ჩაერთვება
რაგბი: „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში ჩაერთვება
Sputnik საქართველო
რაგბი ევროპის სუპერ თასის შემდეგ ქართული ფრენჩაიზი ჩაერთვება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ უფრიკის უძლიერეს შიდა ჩემპიონატში
2022-02-23T19:08+0400
2022-02-23T19:08+0400
2022-02-23T22:31+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262974568_0:0:1075:605_1920x0_80_0_0_d8c503321dd7816f2f03c2edf4f500f7.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. პროფესიული ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში (Curry Cup) პირველად მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.მსოფლიო რაგბი „შავი ლომის“ სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში ჩართვას ქართული რაგბის წინსვლისათვის უმნიშვნელოვანეს პროექტად მიიჩნევს.აღნიშნულ ღონისძიებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ.„მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც შეიქმნა ისეთი პროფესიული ფრენჩაიზი, როგორიც თითქმის ყველა წამყვან სარაგბო ქვეყანას ჰყავს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ „რაგბი ევროპის“ სუპერ თასის შემდეგ მოვიპოვეთ უფლება და ჩვენი ფრენჩაიზი ჩაერთვება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სამხრეთ აფრიკის უძლიერეს შიდა ჩემპიონატში“, – განაცხადა ხურციძემ.აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა Curry Cup-ის პირველი დივიზიონის კალენდარი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. მასში 7 ადგილობრივი („ლეოპარდსი“, „გრიფონსი“, „ვალკე", „ბოლანდ კავალიერსი", „ესთერნ პროვანსი", „ბორდერ ბულდოგსი", „იგლსი") და სამი მოწვეული გუნდი („შავი ლომი", კენია, ზიმბაბვე) მიიღებს მონაწილეობას.ტურნირი 1 ან 2 აპრილს დაიწყება, ფინალური შეხვედრა კი 24/25 ივნისსაა ჩანიშნული.წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262974568_93:0:1046:715_1920x0_80_0_0_09309790a4ad74697cdbcc1460209499.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რაგბი ფრენჩაიზი შავი ლომი
რაგბი ფრენჩაიზი შავი ლომი
რაგბი: „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში ჩაერთვება
19:08 23.02.2022 (განახლებულია: 22:31 23.02.2022) Curry Cup-ში მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ აფრიკის პირველი დივიზიონის შვიდი კლუბი, ასევე სამი მოწვეული გუნდი – „შავი ლომი“, კენიისა და ზიმბაბვეს ეროვნული ნაკრებები.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. პროფესიული ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში (Curry Cup) პირველად მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
მსოფლიო რაგბი „შავი ლომის“ სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში ჩართვას ქართული რაგბის წინსვლისათვის უმნიშვნელოვანეს პროექტად მიიჩნევს.
„ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა საქართველოს მაღალი მიღწევების პროგრამისთვის და მსურს მოგილოცოთ ამ მიზნის მიღწევა!“ – წერია მსოფლიო რაგბის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირს გამოუგზავნეს.
აღნიშნულ ღონისძიებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც შეიქმნა ისეთი პროფესიული ფრენჩაიზი, როგორიც თითქმის ყველა წამყვან სარაგბო ქვეყანას ჰყავს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ „რაგბი ევროპის“ სუპერ თასის შემდეგ მოვიპოვეთ უფლება და ჩვენი ფრენჩაიზი ჩაერთვება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სამხრეთ აფრიკის უძლიერეს შიდა ჩემპიონატში“, – განაცხადა ხურციძემ.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა Curry Cup-ის პირველი დივიზიონის კალენდარი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. მასში 7 ადგილობრივი („ლეოპარდსი“, „გრიფონსი“, „ვალკე", „ბოლანდ კავალიერსი", „ესთერნ პროვანსი", „ბორდერ ბულდოგსი", „იგლსი") და სამი მოწვეული გუნდი („შავი ლომი", კენია, ზიმბაბვე) მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირი 1 ან 2 აპრილს დაიწყება, ფინალური შეხვედრა კი 24/25 ივნისსაა ჩანიშნული.