https://sputnik-georgia.com/20220223/prezidentma-strategiuli-dagegmvis-sakitxebsi-axali-mrceveli-danisna-264721737.html
პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაინიშნა
პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაინიშნა
Sputnik საქართველო
1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი
2022-02-23T19:01+0400
2022-02-23T19:01+0400
2022-02-24T00:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264722577_0:21:1300:752_1920x0_80_0_0_3e9e600e8dd9e5730914ffeab43306cb.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ედუარდ შევარდნაძის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მთავარ მრჩევლად დაინიშნა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დავით თევზაძე გახდა პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.დავით თევზაძე დაიბადა 1949 წლის 30 იანვარს სოხუმში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფოსისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაციით, 1974 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა; 1978 წელს – თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის საღამოს განყოფილების ინგლისური ენის ფაკულტეტი, 1988 წელს – ამავე ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსი (ინგლისური ენის სპეციალობით). 1983 წელს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.1990 წელს დავით თევზაძემ საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსები ჯიუ-ჯიცუს სპეციალობით. 1994 წელს – ნატოს თავდაცვის კოლეჯში გაერთიანებული NACC/CSSCE კურსი (იტალია, რომი), 1995 წელს დაამთავრა სტრატეგიულ სწავლებათა და თავდაცვითი ეკონომიკის კოლეჯი, უსაფრთხოების კვლევათა ჯ. მარშალის სახელობის ევროპული ცენტრი (გერმანია, პარტენკირხენი), 1996 წელს – თავდაცვის ენათა ინსტიტუტი (აშშ, ლეკლენდი), 1997 წელს – აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის კოლეჯი (ფორტ ლევენვორტი).დავით თევზაძემ სამხედრო კარიერა 1992 წელს ეროვნული გვარდიის რიგებში დაიწყო. გენერალ-ლეიტენანტი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.1997 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო ინსპექტორის პოსტს იკავებდა.1998-2004 წლებში იყო თავდაცვის მინისტრი.2004 წელს იყო საქართველოს ელჩი ნატოში.2004-2005 წლებში სტრატეგიული კვლევების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.2004 წელს დათხოვილია თადარიგში.2017 წლიდან იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და 6 შვილი.წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264722577_0:0:1239:929_1920x0_80_0_0_b5084f41d806cb0c6212cfb521944f22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეზიდენტი დაგეგმვა საკითხები მრჩეველი დავით თევზაძე
პრეზიდენტი დაგეგმვა საკითხები მრჩეველი დავით თევზაძე
პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაინიშნა
19:01 23.02.2022 (განახლებულია: 00:17 24.02.2022) 73 წლის გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე კვლავ მწყობრშია.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ედუარდ შევარდნაძის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მთავარ მრჩევლად დაინიშნა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დავით თევზაძე გახდა პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.
დავით თევზაძე დაიბადა 1949 წლის 30 იანვარს სოხუმში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფოსისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაციით, 1974 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა; 1978 წელს – თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის საღამოს განყოფილების ინგლისური ენის ფაკულტეტი, 1988 წელს – ამავე ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსი (ინგლისური ენის სპეციალობით).
1983 წელს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1990 წელს დავით თევზაძემ საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსები ჯიუ-ჯიცუს სპეციალობით. 1994 წელს – ნატოს თავდაცვის კოლეჯში გაერთიანებული NACC/CSSCE კურსი (იტალია, რომი), 1995 წელს დაამთავრა სტრატეგიულ სწავლებათა და თავდაცვითი ეკონომიკის კოლეჯი, უსაფრთხოების კვლევათა ჯ. მარშალის სახელობის ევროპული ცენტრი (გერმანია, პარტენკირხენი), 1996 წელს – თავდაცვის ენათა ინსტიტუტი (აშშ, ლეკლენდი), 1997 წელს – აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის კოლეჯი (ფორტ ლევენვორტი).
დავით თევზაძემ სამხედრო კარიერა 1992 წელს ეროვნული გვარდიის რიგებში დაიწყო. გენერალ-ლეიტენანტი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
1997 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო ინსპექტორის პოსტს იკავებდა.
1998-2004 წლებში იყო თავდაცვის მინისტრი.
2004 წელს იყო საქართველოს ელჩი ნატოში.
2004-2005 წლებში სტრატეგიული კვლევების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
2004 წელს დათხოვილია თადარიგში.
2017 წლიდან იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და 6 შვილი.