„მე ქართველად არ ვგრძნობ თავს, მე ვარ ქართველი, რომელიც ამერიკაში დაიბადა“

© courtesy of Nika Inashviliნიკა ინაშვილი
ნიკა ინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ 15 წლის ნიკა ინაშვილს გაგაცნობთ. ნიკა ნიუ-ჯერსის შტატში ცხოვრობს და ადგილობრივ სკოლაში (Parsippany Hing School) სწავლობს.
ამ ასაკში, ქართულისა და ინგლისურის გარდა, უკვე ფლობს რუსულ, ფრანგულ და ესპანურ ენებს, ბავშვობიდან უკრავს ფორტეპიანოზე და მუსიკალურ სასწავლებელში ყოველ წელს წარჩინებით აბარებს გამოცდებს. გატაცებულია სპორტით, დადის კარატეზე და მოგებული აქვს სხვადასხვა შეჯიბრებები. კარატეში ფლობს ყავისფერ ქამარს – ასაკით პატარაა და შავ ქამარს ჯერ არ აძლევენ. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით მათემატიკა უყვარს. ზაფხულში აპირებს, რომ სკოლის ათი თვის პროგრამა ერთ თვეში ჩააბაროს. მომავალში გადაწყვეტილი აქვს სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელოს და ადვოკატის პროფესიას დაეუფლოს.
© courtesy of Nika Inashviliნიკა ინაშვილი სცენაზე
ნიკა ინაშვილი სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
ნიკა ინაშვილი სცენაზე
- ნიკა, როგორ თვლი, ამ ასაკისთვის ბევრს მიაღწიე? კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?
- დიახ, მე ვთვლი, რომ ამ ასაკისთვის ჩემი შრომით უკვე ბევრს მივაღწიე. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, მაგრამ ეს ბოლომდე არ არის ის, რაც მინდა. მომავალში უფრო მეტის მიღწევას ვფიქრობ. პირველ რიგში, მინდა, რომ ენების ცოდნა დავხვეწო. მაღალ კლასებში ავირჩიე ფრანგული და ახლა ამ ენას უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობ.
© courtesy of Nika Inashviliნიკა ინაშვილი
ნიკა ინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
ნიკა ინაშვილი
- გავიგე, რომ ფორტეპიანოზე ადრეული ასაკიდან უკრავ...
- მუსიკაში ყოველ წელს მაქვს გამოცდა, რომელსაც წარმატებით ვაბარებ. ჩემი მასწავლებელი სკოლაში ხშირად აწყობს ხოლმე კონცერტებს, რომელზეც გამოვდივარ. ბოლოს მონაწილეობა მივიღე საქველმოქმედო კონცერტში, რომელიც ეკლესიაში გაიმართა. მომავალშიც, მსგავსი სახის ღონისძიებაზე თუ დამიძახებენ, სიამოვნებით გამოვალ და დავუკრავ. კიდევ მათემატიკით ვარ გატაცებული, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საგანია, რომლის ცოდნა ყველა სფეროშია აუცილებელი.
© courtesy of Nika Inashviliნიკა ინაშვილი
ნიკა ინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
ნიკა ინაშვილი
- კარატეზე რატომ გადაწყვიტე შესვლა და რამდენად წარმატებული ხარ?
- კარატეზე რომ შევსულიყავი, ეს დედაჩემის სურვილი იყო. თავიდან არ მინდოდა, მაგრამ მერე ძალიან მომეწონა. დღეს ვარჯიშებზე სიხარულით მივდივარ. კარატემ ძალიან შემცვალა და გამზარდა, მან ბევრი ვაჟკაცური თვისება ჩამომიყალიბა. რამდენიმე შეჯიბრი უკვე მოგებული მაქვს, მაგრამ შავ ქამარს ასაკის გამო ვერ ვიღებ. ზაფხულში ვმუშაობდი კარატეს მწვრთნელთან ერთად, რომელსაც პატარა ბავშვების მეცადინეობაში ვეხმარებოდი. ჩემი სპორტული წარმატებების და სკოლაში მაღალი მოსწრების გამო დედა ხშირად მიწყობს ხოლმე სიურპრიზებს. ბოლოს დამამახსოვდა ჩემს დასთან ერთად პარიზში მოგზაურობა.
© courtesy of Nika Inashviliნიკა ინაშვილი სცენაზე
ნიკა ინაშვილი სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
ნიკა ინაშვილი სცენაზე
- ქართული სიმღერა ვინ შეგაყვარა და ამერიკაში გამართულ კონკურსზე რა შეასრულე?
- ჩვენს სახლში ხშირად მოდიან ხოლმე სტუმრად დედის მეგობრები, რომლებსაც მუსიკალური განათლება აქვთ. როცა ისინი მღერიან და უკრავენ, ერთი სიამოვნებაა მათი მოსმენა. სწორედ მათ შემაყვარეს ქართული სიმღერები, რომელსაც ერთად ვასრულებთ ხოლმე. ერთხელ ჩვენთან გოგიტა გოგიძე იყო თავის ოჯახთან ერთად მოსული. სიმღერის დროს მეც ავყევი და ჩემი ნამღერი ძალიან მოეწონა. ამის მერე შემომთავაზა, რომ გამოვსულიყავი მუსიკალურ კონკურსზე „იმღერე რამე", რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. კონკურსზე შევასრულე გოგი ცაბაძის სიმღერა „ჩემო თბილის ქალაქო". ბატონი გოგიტასი ძალიან მადლობელი ვარ, რადგან საშუალება მომცა, რომ უფროსებთან ერთად გამოვსულიყავი სცენაზე და მემღერა.
© courtesy of Nika Inashviliნიკა ინაშვილი
ნიკა ინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
ნიკა ინაშვილი
- საინტერესოა, ამერიკაში დაბადებული მოზარდი ქართველად რამდენად გრძნობს თავს?
- მე ქართველად არ ვგრძნობ თავს, მე ვარ ქართველი, რომელიც ამერიკაში დაიბადა და თავისი წარმომავლობით ამაყობს. დედა ყოველთვის მეუბნება, რომ ქართველი კაცი უნდა იყოს ღირსეული, მიზანდასახული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩეოდეს. ამიტომ მე თუ რაიმე საქმეს ვიწყებ ხოლმე, ვიცი, რომ ის ბოლომდე უნდა მივიყვანო. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი კარგი თვისებაა. ბოლოს საქართველოში სამი წლის წინ ვიყავი. კიდევ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ პანდემიის გამო ვეღარ მოვახერხე. ამ ზაფხულს მცირე დროით მაინც მინდა ჩამოვიდე. საქართველოში ხალხთან კონტაქტში ძალიან ადვილად შევდივარ, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემიანებში ვარ...
© courtesy of Nika Inashviliკარატეს ერთ-ერთი შეჯიბრის დროს
კარატეს ერთ ერთი შეჯიბრის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
კარატეს ერთ-ერთი შეჯიბრის დროს
- ქართულ ტრადიციებს თუ იცავ?
- აქ ყველანაირი რელიგიის ხალხია, მაგრამ ჩემ გარშემო მართლმადიდებლები არ არიან. ჩვენს სკოლაში კათოლიკური შობის დროს, 25 დეკემბერს გვასვენებენ ხოლმე. ერთხელ ჩვენს დირექტორს მივწერე წერილი, სადაც ვუთხარი, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა რელიგიას, მაგრამ ჩვენი, მართლმადიდებლების შობა 7 იანვარს არის, ამიტომ ნება მომეცით, რომ ეს დღე აღვნიშნო–მეთქი. ეს წერილი მისთვის სკოლის გაცდენის მიზნით არ მიმიწერია. ამის მერე დირექტორმა მითხრა, შენ თუ გინდა, შეგიძლია აიღო დასვენების დღე და შობა 7 იანვარს აღნიშნეო. იმ დღის მერე დირექტორი ყოველ შობა დღეს მიგზავნის მეილს, სადაც მილოცავს ამ დღეს და კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ შემიძლია სკოლაში არ მივიდე. ჩემ თანატოლებს სულ ვუყვები ხოლმე ჩემს ქვეყანაზე, ვეუბნები, რომ მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან ერთი ქართულია, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ძველი ტრადიციები აქვს და მეამაყება, რომ ქართველი ვარ...
ყველა ახალი ამბავი
0