https://sputnik-georgia.com/20220223/msofliosi-sauketeso-axalma-azerbaijanulma-50-manatianma-banknotma-konkurssi-gaimarjva-264728273.html
მსოფლიოში საუკეთესო – ახალმა აზერბაიჯანულმა 50-მანათიანმა ბანკნოტმა კონკურსში გაიმარჯვა
მსოფლიოში საუკეთესო – ახალმა აზერბაიჯანულმა 50-მანათიანმა ბანკნოტმა კონკურსში გაიმარჯვა
Sputnik საქართველო
ახალი 50-მანათიანი კუპიურა აზერბაიჯანში უკვე მიმოქცევაშია
2022-02-23T22:23+0400
2022-02-23T22:23+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264726209_0:0:1402:790_1920x0_80_0_0_1f3fbcecd3c63d1bd91fdc6937433ee6.png
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ახალი აზერბაიჯანული 50-მანათიანი ბანკნოტი თემის, დიზაინისა და უსაფრთხოების სისტემის მიხედვით მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს.როგორც „Sputnik–აზერბაიჯანი“ იუწყება ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით, ფულადი ნიშნების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მონაწილეობით ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენცია გამართა.კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 150 ქვეყნის ცენტრალური ბანკების, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკის, ინგლისის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიის, ავსტრალიის, მექსიკის, ინდონეზიის, ყაზახეთის, სინგაპურის, ფილიპინების, კატარისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ახალი ფულადი ნიშნების კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო ბანკნოტი“.კონკურსის ჟიურიმ თემის, დიზაინისა და უსაფრთხოების სისტემის მიხედვით საუკეთესო ბანკნოტად დაასახელა აზერბაიჯანის განახლებული 50-მანათიანი ფულადი ნიშანი.იგივე ბანკნოტი 2021 წლის ნოემბერში დიდ ბრიტანეთში გამართულ კონფერენციაზე ჰოლოგრამების მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაციამ (IHMA) გამარჯვებულად გამოაცხადა ნომინაციაში „დაცვის ყველაზე უსაფრთხო სისტემის მქონე ბანკნოტი“.ამჟამად განახლებული 50-მანათიანი კუპიურა იმავე ნომინალის ძველი დიზაინის ფულადი ნიშნის პარალელურად გამოიყენება.ახალი ბანკნოტი ეძღვნება თემას „განათლება და მომავალი“ და გამოსახავს მომავლის სიმბოლოს – ახალგაზრდობას, კიბეს, როგორც აღმასვლის ნიშანს, მზეს, როგორც ძალისა და სინათლის სიმბოლოს, ქიმიურ და მათემატიკურ ნიშნებს, როგორც მეცნიერების სიმბოლოს.წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264726209_146:0:1402:942_1920x0_80_0_0_95d8a42f456f972452607516687c2441.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი 50 მანათი ბანკნოტო კონკურსი გამარჯვება
აზერბაიჯანი 50 მანათი ბანკნოტო კონკურსი გამარჯვება
მსოფლიოში საუკეთესო – ახალმა აზერბაიჯანულმა 50-მანათიანმა ბანკნოტმა კონკურსში გაიმარჯვა
22:23 23.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) ახალი 50-მანათიანი კუპიურა აზერბაიჯანში უკვე მიმოქცევაშია.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ახალი აზერბაიჯანული 50-მანათიანი ბანკნოტი თემის, დიზაინისა და უსაფრთხოების სისტემის მიხედვით მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს.
როგორც „Sputnik–აზერბაიჯანი“ იუწყება ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით, ფულადი ნიშნების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მონაწილეობით ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენცია გამართა.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 150 ქვეყნის ცენტრალური ბანკების, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკის, ინგლისის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიის, ავსტრალიის, მექსიკის, ინდონეზიის, ყაზახეთის, სინგაპურის, ფილიპინების, კატარისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ახალი ფულადი ნიშნების კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო ბანკნოტი“.
კონკურსის ჟიურიმ თემის, დიზაინისა და უსაფრთხოების სისტემის მიხედვით საუკეთესო ბანკნოტად დაასახელა აზერბაიჯანის განახლებული 50-მანათიანი ფულადი ნიშანი.
იგივე ბანკნოტი 2021 წლის ნოემბერში დიდ ბრიტანეთში გამართულ კონფერენციაზე ჰოლოგრამების მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაციამ (IHMA) გამარჯვებულად გამოაცხადა ნომინაციაში „დაცვის ყველაზე უსაფრთხო სისტემის მქონე ბანკნოტი“.
ამჟამად განახლებული 50-მანათიანი კუპიურა იმავე ნომინალის ძველი დიზაინის ფულადი ნიშნის პარალელურად გამოიყენება.
ახალი ბანკნოტი ეძღვნება თემას „განათლება და მომავალი“ და გამოსახავს მომავლის სიმბოლოს – ახალგაზრდობას, კიბეს, როგორც აღმასვლის ნიშანს, მზეს, როგორც ძალისა და სინათლის სიმბოლოს, ქიმიურ და მათემატიკურ ნიშნებს, როგორც მეცნიერების სიმბოლოს.