https://sputnik-georgia.com/20220223/metros-sadgur-varketilis-reabilitaciaze-gamocxadebuli-tenderi-caisala-264726212.html
მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
Sputnik საქართველო
ეს მეტროს სადგურში სარემონტო სამუშაოებზე კონკურსის გამოცხადების უკვე მეორე მცდელობაა
2022-02-23T21:32+0400
2022-02-23T21:32+0400
2022-02-23T23:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23744/30/237443079_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_c4d265eb87a23ab7652d5bbedb158048.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი არ ჩატარდა, რადგან არცერთმა კომპანიამ არ წარმოადგინა განაცხადი.თბილისის მერიამ ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა, განაცხადების მიღება კი 21 თებერვალს დასრულდა.ტენდერის თავდაპირველი ღირებულება 7.057.389 ლარი იყო.ტენდერის პირობებით, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ უნდა გაკეთებულიყო გრანიტის იატაკი, მარმარილოს კედლები, შეკიდული ჭერი და განათების ახალი სისტემა. სადგურის ინტერიერი „გასული საუკუნის 60-იანი წლების სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციას უნდა წარმოადგენდეს, გეოგრაფიული ფიგურებისა და ფერთა უჩვეულო შეხამების გამოყენებით“.ეს თბილისის მეტროს სადგურში სარემონტო სამუშაოებზე კონკურსის გამოცხადების უკვე მეორე მცდელობაა.2018 წლის იანვარში „ვარკეთილის“ სადგურში ახალი რემონტის შემდეგ მალევე ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. ის დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი შპს „გეომეპის“ აღმასრულებელი დირექტორი და შპს „ყვარელმშენის“ მთავარი ინჟინერი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დაუდევრობის, დოკუმენტების გაყალბებისა და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის.წყარო - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23744/30/237443079_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_7dc5356fae28ae9e4a360a93b9172420.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეტრო „ვარკეთილი“ რემონტი ტენდერი
მეტრო „ვარკეთილი“ რემონტი ტენდერი
მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
21:32 23.02.2022 (განახლებულია: 23:07 23.02.2022) ეს მეტროს სადგურში სარემონტო სამუშაოებზე კონკურსის გამოცხადების უკვე მეორე მცდელობაა.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი არ ჩატარდა, რადგან არცერთმა კომპანიამ არ წარმოადგინა განაცხადი.
თბილისის მერიამ ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა, განაცხადების მიღება კი 21 თებერვალს დასრულდა.
ტენდერის თავდაპირველი ღირებულება 7.057.389 ლარი იყო.
ტენდერის პირობებით, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ უნდა გაკეთებულიყო გრანიტის იატაკი, მარმარილოს კედლები, შეკიდული ჭერი და განათების ახალი სისტემა. სადგურის ინტერიერი „გასული საუკუნის 60-იანი წლების სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციას უნდა წარმოადგენდეს, გეოგრაფიული ფიგურებისა და ფერთა უჩვეულო შეხამების გამოყენებით“.
ეს თბილისის მეტროს სადგურში სარემონტო სამუშაოებზე კონკურსის გამოცხადების უკვე მეორე მცდელობაა.
2018 წლის იანვარში „ვარკეთილის“ სადგურში ახალი რემონტის შემდეგ მალევე ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. ის დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.
სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი შპს „გეომეპის“ აღმასრულებელი დირექტორი და შპს „ყვარელმშენის“ მთავარი ინჟინერი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დაუდევრობის, დოკუმენტების გაყალბებისა და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის.