Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სიცოცხლეში დარჩენა სჯობს ზეზეურად სიკვდილს...“ – მაია ასათიანი ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Tokshow profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
მაია ასათიანისთვის 23 თებერვალი უმძიმესი დღეა.
ტელეწამყვან მაია ასათიანის ერთადერთი შვილის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. ამის შესახებ მაიამ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ ხუთი წლის წინ, ამ დროს ჯერ არაფერი იცოდა და აჟიტირებული გეგმავდა გადაცემას, რომელიც მეორე დღეს უნდა ჩაეწერა.

„მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ მერე ყოველ წელს ამ დღეს მოვკვდებოდი და მერე თავიდან ვისწავლიდი ცხოვრებას, რომ ყველა, ვისაც არ დაეზარებოდა, ჩემს ტრაგედიაზე თავის აზრს მომახვევდა თავზე – „მონასტრში წადით“ დაწყებული, „შვილმკვდარი ქალი ასე არ უნდა იქცეოდეს“ დამთავრებული. მე კი ჩემი დახურული სამყარო მექნებოდა, ჩემი პირადი ბრძოლის სამყარო, სადაც ჩემი, მარტო მე რომ ვიცი, ისეთი გამარჯვებები და დამარცხებები მაქვს“, – დაწერა მაია ასათიანმა.

ტელეწამყვანის თქმით, ამ ტრაგედიამ ბევრი რამ ასწავლა – რომ წაქცეული ყველას უყვარხარ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ სიცოცხლეში დარჩენა სჯობს ზეზეურად სიკვდილს, რომ დრო ტკივილს ვერაფერს უხერხებს, უბრალოდ მასთან ერთად სწავლობ ცხოვრებას.
„და მე ეს ვისწავლე. ეს 5 წელი ჩემი სიკვდილზე გამარჯვების დროა და მე ეს შევძელი. სიცოცხლე ავირჩიე. რად დამიჯდა ეს, მხოლოდ მე და ნუცამ ვიცით“, – წერს მაია ასათიანი.
ნუცა მახვილაძე საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში 2017 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა. 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. მიზეზი ვირუსული მენინგიტი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0