კალაძე: ოთხ წელიწადში უსახლკაროს სტატუსის მქონე არცერთი ოჯახი აღარ იქნება

© Pexels / PhotoMIX Companyბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, თბილისში 400-მდე ოჯახს უსახლკაროს სტატუსი აქვს.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს რვა ოჯახს მუნიციპალურ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში დღეს 400-მდე ოჯახია, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს და ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით.

„თანმიმდევრულად მივყვებით იმ გაწერილ პროგრამასა და გეგმას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ. პირობას ვდებ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არცერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ წელს დაახლოებით 60 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.
დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება მან გასული წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნების დროს დააანონსა.
მაშინ კალაძე თბილისელებს დაჰპირდა, რომ მერად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში დედაქალაქში უსახლკაროების პრობლემას მოაგვარებდა.
ყველა ახალი ამბავი
0