https://sputnik-georgia.com/20220223/goris-gvirabi-iketeba-264715603.html
მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გორის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
2022-02-23T17:35+0400
2022-02-23T17:35+0400
2022-02-23T21:57+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23943/40/239434078_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_1db5c061b911aa9e6304d83eed23c721.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 24 თებერვლის ღამეს ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გორის გვირაბში შეზღუდვები პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით წესდება.კერძოდ, 24 თებერვლის 24:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე პერიოდში გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისი მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებაზე, ხოლო თბილისი–სენაკი მიმართულება, თავის მხრივ, გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23943/40/239434078_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_555fe6ac39284626587caf077c0398b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ტრანსპორტი გორის გვირაბი შეზღუდვები
საქართველო ტრანსპორტი გორის გვირაბი შეზღუდვები
მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
17:35 23.02.2022 (განახლებულია: 21:57 23.02.2022) საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გორის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 24 თებერვლის ღამეს ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გორის გვირაბში შეზღუდვები პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით წესდება.
კერძოდ, 24 თებერვლის 24:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე პერიოდში გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისი მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებაზე, ხოლო თბილისი–სენაკი მიმართულება, თავის მხრივ, გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.