https://sputnik-georgia.com/20220223/dizainer-giorgi-masxulias-crmasi-braldebulebi-giraos-safuzvelze-gaatavisufles-264724697.html
დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემაში ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს
დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემაში ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს
Sputnik საქართველო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები საპატიმროში გირაოს საფასურის გადახდამდე დარჩებიან.
2022-02-23T20:26+0400
2022-02-23T20:26+0400
2022-02-23T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264624164_0:118:1001:681_1920x0_80_0_0_6647ae2acb6283f19f2e11c794c9491f.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 2.000 ლარის გირაო შეუფარდა.პოლიციამ კლუბ „ოთახში“ დიზაინერ და მოდური ღონისძიებების ორგანიზატორ გიორგი მასხულიაზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი 22 თებერვალს დააკავა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები საპატიმროში გირაოს საფასურის გადახდამდე დარჩებიან. დღევანდელი სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.ბრალდების მხარე ბრალდებულთათვის 5.000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 21 თებერვალს მოხდა. სამმა მამაკაცმა მასხულიას „სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.„რა დავუშავე ასეთი... სამი ადამიანი დამესხა თავს“– ნაცემი გიორგი მასხულია ვიდეოს აქვეყნებს >>გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264624164_0:25:1001:775_1920x0_80_0_0_cea0fed069fb941ab74f2a6a89875e38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიზაინერი გიორგი მასხულია ცემა ბრალდებულები გირაო
დიზაინერი გიორგი მასხულია ცემა ბრალდებულები გირაო
დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემაში ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს
20:26 23.02.2022 (განახლებულია: 22:54 23.02.2022) სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები საპატიმროში გირაოს საფასურის გადახდამდე დარჩებიან.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 2.000 ლარის გირაო შეუფარდა.
პოლიციამ კლუბ „ოთახში“ დიზაინერ და მოდური ღონისძიებების ორგანიზატორ გიორგი მასხულიაზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი 22 თებერვალს დააკავა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები საპატიმროში გირაოს საფასურის გადახდამდე დარჩებიან. დღევანდელი სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
ბრალდების მხარე ბრალდებულთათვის 5.000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 21 თებერვალს მოხდა. სამმა მამაკაცმა მასხულიას „სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.