https://sputnik-georgia.com/20220223/dekartis-kvadrati-rogor-mivirot-yvelaze-swori-gadawyvetileb-umkles-drosi-264716427.html
დეკარტის კვადრატი: როგორ მივიღოთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება უმოკლეს დროში
დეკარტის კვადრატი: როგორ მივიღოთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება უმოკლეს დროში
Sputnik საქართველო
ადამიანების დიდ ნაწილს ხშირად ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ, კარგად აწონ-დაწონონ სიტუაცია, შენიშნონ და გაითვალისწინონ ყველა... 23.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-23T16:11+0400
2022-02-23T16:11+0400
2022-02-23T21:03+0400
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261413094_0:62:1920:1142_1920x0_80_0_0_6c9f5aca2b3c3b89640ab9833d4207b4.jpg
ამიტომ ქვემოთ ძალზე სასარგებლო და მარტივ ტექნიკას შემოგთავაზებთ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.საუბარია ფრანგი მათემატიკოსის, ფილოსოფოსისა და ფიზიოლოგის რენე დეკარტის მიერ შემუშავებულ მეთოდზე, რომელსაც „დეკარტის კვადრატი“ ეწოდება.ეს მეთოდიკა დაგეხმარებათ, მინიმუმამდე შეამციროთ არჩევანის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი კრიტერიუმები და მათგან მხოლოდ ყველაზე პერსპექტიულები გამოყოთ.რაც მთავარია, დეკარტის კვადრატი მოგცემთ შესაძლებლობას, შეაფასოთ თითოეული არჩევანის შედეგები და შეადაროთ ისინი ერთმანეთს.რატომ მუშაობს ეს ტექნიკა?საქმე ისაა, რომ ისეთ ვითარებაში, რომელიც გადაწყვეტილებას მოითხოვს, ხშირად ერთ პოზიციაზე ვამახვილებთ ყურადღებას: რა იქნება, ეს თუ მოხდება? დეკარტის კვადრატის დახმარებით კი ერთსა და იმავე ვითარებას ოთხი მხრიდან განიხილავთ. ეს კი კარგად გააზრებული და სრულიად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, რომ ოთხ მთავარ შეკითხვას მაქსიმალურად გულწრფელი პასუხი გასცეთ და არა ისეთი, როგორიც გსურთ.როგორ ვისარგებლოთ დეკარტის კვადრატით?აიღეთ კალამი და ფურცელი და ხაზებით ოთხ ნაწილად გაყავით.ჩაწერეთ თითოეულ ნაწილში კითხვები:მაგალითად, თუ საქმიანობის შეცვლა გსურთ, დეკარტის კვადრატში ჩაწერილი კითხვები ასეთი იქნება:შემდეგ თითოეული კითხვის ქვეშ შეაფასეთ პრობლემის/სიტუაციის მინუსები და პლუსები – იქნება ეს ფინანსური სარგებელი თუ დანაკარგი, თავისუფალი დროის პრობლემა, მოგზაურობის შესაძლებლობები, საქმის საინტერესოობის ხარისხი და ა.შ. უნდა იცოდეთ, რომ დეკარტის კვადრატის გამოყენება ნებისმიერი სხვა ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ სიტუაციას, როდესაც ვერ გადაგიწყვეტიათ, ბორშჩი ხორცით მოამზადოთ თუ უხორცოდ.გაითვალისწინეთ: ყველა კითხვაზე ყველა პასუხი აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ! ზეპირად გაცემული პასუხები ვერაფერში დაგეხმარებათ, ვინაიდან უბრალოდ ვერ დაიმახსოვრებთ მათ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261413094_84:0:1887:1352_1920x0_80_0_0_ed5749a8bfb137cce29ace112913420f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები
დეკარტის კვადრატი: როგორ მივიღოთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება უმოკლეს დროში
16:11 23.02.2022 (განახლებულია: 21:03 23.02.2022) ადამიანების დიდ ნაწილს ხშირად ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ, კარგად აწონ-დაწონონ სიტუაცია, შენიშნონ და გაითვალისწინონ ყველა დადებითი თუ უარყოფითი შედეგი, რომელიც შეიძლება მათ მოქმედებას მოჰყვეს.
ამიტომ ქვემოთ ძალზე სასარგებლო და მარტივ ტექნიკას შემოგთავაზებთ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
საუბარია ფრანგი მათემატიკოსის, ფილოსოფოსისა და ფიზიოლოგის რენე დეკარტის მიერ შემუშავებულ მეთოდზე, რომელსაც „დეკარტის კვადრატი“ ეწოდება.
ეს მეთოდიკა დაგეხმარებათ, მინიმუმამდე შეამციროთ არჩევანის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი კრიტერიუმები და მათგან მხოლოდ ყველაზე პერსპექტიულები გამოყოთ.
რაც მთავარია, დეკარტის კვადრატი მოგცემთ შესაძლებლობას, შეაფასოთ თითოეული არჩევანის შედეგები და შეადაროთ ისინი ერთმანეთს.
რატომ მუშაობს ეს ტექნიკა?
საქმე ისაა, რომ ისეთ ვითარებაში, რომელიც გადაწყვეტილებას მოითხოვს, ხშირად ერთ პოზიციაზე ვამახვილებთ ყურადღებას: რა იქნება, ეს თუ მოხდება? დეკარტის კვადრატის დახმარებით კი ერთსა და იმავე ვითარებას ოთხი მხრიდან განიხილავთ. ეს კი კარგად გააზრებული და სრულიად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, რომ ოთხ მთავარ შეკითხვას მაქსიმალურად გულწრფელი პასუხი გასცეთ და არა ისეთი, როგორიც გსურთ.
როგორ ვისარგებლოთ დეკარტის კვადრატით?
აიღეთ კალამი და ფურცელი და ხაზებით ოთხ ნაწილად გაყავით.
ჩაწერეთ თითოეულ ნაწილში კითხვები:
მაგალითად, თუ საქმიანობის შეცვლა გსურთ, დეკარტის კვადრატში ჩაწერილი კითხვები ასეთი იქნება:
1.
რა მოხდება, თუ საქმიანობის სფეროს შევიცვლი?
2.
რა მოხდება, თუ საქმიანობის სფეროს არ შევიცვლი?
3.
რა არ მოხდება, თუ საქმიანობის სფეროს შევიცვლი?
4.
რა არ მოხდება, თუ საქმიანობის სფეროს არ შევიცვლი?
შემდეგ თითოეული კითხვის ქვეშ შეაფასეთ პრობლემის/სიტუაციის მინუსები და პლუსები – იქნება ეს ფინანსური სარგებელი თუ დანაკარგი, თავისუფალი დროის პრობლემა, მოგზაურობის შესაძლებლობები, საქმის საინტერესოობის ხარისხი და ა.შ.
უნდა იცოდეთ, რომ დეკარტის კვადრატის გამოყენება ნებისმიერი სხვა ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ სიტუაციას, როდესაც ვერ გადაგიწყვეტიათ, ბორშჩი ხორცით მოამზადოთ თუ უხორცოდ.
გაითვალისწინეთ: ყველა კითხვაზე ყველა პასუხი აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ! ზეპირად გაცემული პასუხები ვერაფერში დაგეხმარებათ, ვინაიდან უბრალოდ ვერ დაიმახსოვრებთ მათ.