https://sputnik-georgia.com/20220222/tbilisis-operisa-da-baletis-teatrsi-gedebis-tbas-waradgenen-264687372.html
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „გედების ტბას“ წარადგენენ
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „გედების ტბას“ წარადგენენ
Sputnik საქართველო
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური ბალეტი საქართველოს დედაქალაქში გაზაფხულზე გავა
2022-02-22T19:43+0400
2022-02-22T19:43+0400
2022-02-22T19:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264684829_0:3:1389:784_1920x0_80_0_0_4d65ce19221a609b146e285d752b7dfd.jpg
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალეტი „გედების ტბა" 3-დან 6 მარტამდე იქნება წარმოდგენილი.„გედების ტბა“ არის პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი ორ მოქმედებად. სიუჟეტი ეფუძნება სხვადასხვა ფოლკლორულ მოტივს, რომელიც მანამდე ნაწილობრივ იყო გამოყენებული სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში, ასევე საოპერო და საბალეტო ლიბრეტოებში.ბალეტის პრემიერა 1877 წლის 20 თებერვალს მოსკოვის დიდ თეატრში შედგა.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მთავარ როლებს სხვადასხვა დღეებში შეასრულებენ სოლისტები ნინო სამადაშვილი, ასლან ალიევი, ნუცა ჩეკურაშვილი, ალექსანდრ ომელჩენკო და სხვ. ლიბრეტო - ვლადიმირ ბეგიჩევი და ვასილი ჰელცერი. დირიჟორები - პაპუნა ღვაბერიძე და დავით მუქერია. ქორეოგრაფია - მარიუს პეტიპა და ლევ ივანოვი.სპექტაკლები დაიწყება 3, 4 და 5 მარტს 19:00 საათზე, ხოლო 6 მარტს - 15:00 საათზე.წყარო - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264684829_168:0:1219:788_1920x0_80_0_0_c69803174c8da4f6e0476923846296df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ოპერა ბალეტი თეატრი „გედების ტბა“
თბილისი ოპერა ბალეტი თეატრი „გედების ტბა“
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „გედების ტბას“ წარადგენენ
19:43 22.02.2022 (განახლებულია: 19:44 22.02.2022) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური ბალეტი საქართველოს დედაქალაქში გაზაფხულზე გავა
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალეტი „გედების ტბა" 3-დან 6 მარტამდე იქნება წარმოდგენილი.
„გედების ტბა“ არის პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი ორ მოქმედებად. სიუჟეტი ეფუძნება სხვადასხვა ფოლკლორულ მოტივს, რომელიც მანამდე ნაწილობრივ იყო გამოყენებული სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში, ასევე საოპერო და საბალეტო ლიბრეტოებში.
ბალეტის პრემიერა 1877 წლის 20 თებერვალს მოსკოვის დიდ თეატრში შედგა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მთავარ როლებს სხვადასხვა დღეებში შეასრულებენ სოლისტები ნინო სამადაშვილი, ასლან ალიევი, ნუცა ჩეკურაშვილი, ალექსანდრ ომელჩენკო და სხვ. ლიბრეტო - ვლადიმირ ბეგიჩევი და ვასილი ჰელცერი. დირიჟორები - პაპუნა ღვაბერიძე და დავით მუქერია. ქორეოგრაფია - მარიუს პეტიპა და ლევ ივანოვი.
სპექტაკლები დაიწყება 3, 4 და 5 მარტს 19:00 საათზე, ხოლო 6 მარტს - 15:00 საათზე.