https://sputnik-georgia.com/20220222/saqartvelosi-pfizer-semova-bavsvebistvis-264685938.html
გამყრელიძე: საქართველოში ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა Pfizer-ი შემოვა
გამყრელიძე: საქართველოში ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა Pfizer-ი შემოვა
Sputnik საქართველო
გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭომ იმსჯელა, მოზარდების ვაქცინაციის ზღვრის დაწევაზე და აპირებენ, რომ ვაქცინაცია 5 წლის ასაკიდან დაიწყოს.
2022-02-22T19:08+0400
2022-02-22T19:08+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0d/262815675_0:273:3072:2001_1920x0_80_0_0_9a89d04a68ed0cffd8803fd942140e11.jpg
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა მეორე კვარტალში შემოვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.როგორც გამყრელიძემ განაცხადა, იმუნიზაციის საბჭოზე იყო მსჯელობა, რომ მოზარდების ვაქცინაციის ზღვარი დაიწიოს და ვაქცინაცია 5 წლის ასაკიდან დაიწყოს. მისი თქმით, Pfizer-ს შეუკვეთეს დაახლოებით 50 ათასი დოზა ვაქცინა. სპეციალისტების მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულების 15 პროცენტი ბავშვები არიან. მედიკოსები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი", რომელიც ზოგადად შედარებით მსუბუქ შტამად მიიჩნევა, ბავშვებში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.მსოფლიოში12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ ისრაელში, კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.
https://sputnik-georgia.com/20220218/omikroni-gartulebebs-iwvevs-bavshvebshi-264557848.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0d/262815675_113:0:2844:2048_1920x0_80_0_0_b7e862f853e64678b383638e95f4a3d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვაქცინაცია ბავშვები გამყრელიძე ვაქცინა
ვაქცინაცია ბავშვები გამყრელიძე ვაქცინა
გამყრელიძე: საქართველოში ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა Pfizer-ი შემოვა
19:08 22.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა მეორე კვარტალში შემოვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, იმუნიზაციის საბჭოზე იყო მსჯელობა, რომ მოზარდების ვაქცინაციის ზღვარი დაიწიოს და ვაქცინაცია 5 წლის ასაკიდან დაიწყოს. მისი თქმით, Pfizer-ს შეუკვეთეს დაახლოებით 50 ათასი დოზა ვაქცინა.
„პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ეს იყოს იმუნოკომპრომეტირებული და თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. ვაქცინის პირველი პარტია მეორე კვარტალში უნდა შემოვიდეს და იმის შემდეგ, ალბათ, სურვილის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სპეციალისტების მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულების 15 პროცენტი ბავშვები არიან. მედიკოსები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი", რომელიც ზოგადად შედარებით მსუბუქ შტამად მიიჩნევა, ბავშვებში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
მსოფლიოში12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ ისრაელში, კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.