Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

1 მარტიდან საქართველოს საზღვრის კვეთის წესები იცვლება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღო.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით საქართველოში შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 1 მარტიდან ორი პირობით იქნება შესაძლებელი.
კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, ან წარმოადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR–ტესტის უარყოფით პასუხს (მესამე დღეს PCR–ტესტირების ვალდებულების გარეშე). იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი.
ასევე ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR–ტესტით შემოსვლის შემთხვევაში იხსნება მესამე დღეს PCR–ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR–ტესტის არქონის შემთხვევაში არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;
საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში შემოსვლა მარტივდება>>
რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნეს-ვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციებიც.
საქართველო, მიუხედავად არასტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, ღიაა ვიზიტორებისთვის. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელებისთვის მოქმედებს შემოსვლის გამარტივებული წესები – გარკვეული რეგულაციების დაცვის პირობით.
ყველა ახალი ამბავი
0