https://sputnik-georgia.com/20220222/saqartvelos-prokuratura-tv-pirvels-dezinformaciis-gavrcelebasi-adanasaulebs-264686665.html
საქართველოს პროკურატურა „TV პირველს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
საქართველოს პროკურატურა „TV პირველს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
საქართველოს გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ ახალ შენობას აშენებს არა თავისთვის, არამედ დედაქალაქის რაიონული პროკურატურებისთვის.
2022-02-22T19:23+0400
2022-02-22T19:23+0400
2022-02-23T00:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_469e5531402cc306cc1b66fe9c33b421.jpg
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უარყო ინფორმაცია, რომ პროკურატურის შენობაში ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ იგეგმება ადმინისტრაციული შენობის გაყიდვა.მანამდე ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება პროკურატურის შენობის გაყიდვას აპირებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის დროს შენობის ხელახალ რემონტს მაინც აპირებს. ამასთან აღინიშნა, რომ პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის მხოლოდ ერთი სართულის სარემონტო სამუშაოებს 1,2 მილიონი ლარი მოხმარდება.აქვე აღნიშნულია, რომ გეგმური სარემონტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში ტარდება.რაც შეეხება პროკურატურის ახალ შენობას, მიუხედავად იმისა, რომ უწყებამ ჯერ კიდევ 25 იანვარს გამოაცხადა ტენდერი ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად, აღნიშნული ფაქტით „მანიპულირება და დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება“, ნათქვამია განცხადებაში.უწყება განმარტავს, რომ ახალი შენობა განკუთვნილია თბილისის რაიონული პროკურატურების თანამშრომლებისთვის, რომლებიც 11 წელია, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის არასათანადო სამუშაო პირობებში იმყოფებიან.გარდა ამისა, ახალ შენობაში პროკურატურის სასწავლო ცენტრის განთავსება იგეგმება. ახალი ობიექტის მშენებლობა პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით განხორციელდება.„საქართველოს პროკურატურისთვის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამ მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობას განაგრძობს, რათა ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გავლენა არ მოახდინოს საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხზე“, – ნათქვამია განცხადებაში.პროკურატურამ მოუწოდა ტელეარხ „TV პირველს“, უარყოს მის მიერ გავრცელებული „ყალბი ინფორმაცია და საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია“.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_128:0:896:576_1920x0_80_0_0_78f6c6381b67f46f9bc2b37d635981c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პროკურატურა „ტვ პირველი“ დეზინფორმაცია გავრცელება
პროკურატურა „ტვ პირველი“ დეზინფორმაცია გავრცელება
საქართველოს პროკურატურა „TV პირველს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
19:23 22.02.2022 (განახლებულია: 00:18 23.02.2022) საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ ახალ შენობას აშენებს არა თავისთვის, არამედ დედაქალაქის რაიონული პროკურატურებისთვის.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უარყო ინფორმაცია, რომ პროკურატურის შენობაში ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ იგეგმება ადმინისტრაციული შენობის გაყიდვა.
მანამდე ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება პროკურატურის შენობის გაყიდვას აპირებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის დროს შენობის ხელახალ რემონტს მაინც აპირებს. ამასთან აღინიშნა, რომ პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის მხოლოდ ერთი სართულის სარემონტო სამუშაოებს 1,2 მილიონი ლარი მოხმარდება.
„კატეგორიულად და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გენერალური პროკურატურის შენობის რეალიზაცია არ იგეგმება. ვადასტურებთ, რომ გამოცხადებულია ტენდერი აღნიშნული შენობის მესამე სართულის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, რადგან 2005 წლის შემდეგ აღნიშნულ სართულზე მსგავსი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ გეგმური სარემონტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში ტარდება.
რაც შეეხება პროკურატურის ახალ შენობას, მიუხედავად იმისა, რომ უწყებამ ჯერ კიდევ 25 იანვარს გამოაცხადა ტენდერი ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად, აღნიშნული ფაქტით „მანიპულირება და დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება“, ნათქვამია განცხადებაში.
უწყება განმარტავს, რომ ახალი შენობა განკუთვნილია თბილისის რაიონული პროკურატურების თანამშრომლებისთვის, რომლებიც 11 წელია, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის არასათანადო სამუშაო პირობებში იმყოფებიან.
გარდა ამისა, ახალ შენობაში პროკურატურის სასწავლო ცენტრის განთავსება იგეგმება. ახალი ობიექტის მშენებლობა პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით განხორციელდება.
„საქართველოს პროკურატურისთვის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამ მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობას განაგრძობს, რათა ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გავლენა არ მოახდინოს საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ მოუწოდა ტელეარხ „TV პირველს“, უარყოს მის მიერ გავრცელებული „ყალბი ინფორმაცია და საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია“.