https://sputnik-georgia.com/20220222/nikoloz-basilasvili-dubais-turnirs-pirvelive-matcis-semdeg-gamoetisa-264693069.html
ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს პირველივე მატჩის შემდეგ გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს პირველივე მატჩის შემდეგ გამოეთიშა
Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი წერს, რომ უკვე მეხუთე მატჩია რაც თავს არც ისე კარგად გრძნობს
2022-02-22T23:43+0400
2022-02-22T23:43+0400
2022-02-23T00:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422529_0:0:3039:1709_1920x0_80_0_0_73cdb1cb45604988e03eaf111b7b2e92.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-19 ნომერი АТР-ს რეიტინგში) დუბაიში АТР-500-ის სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.ბასილაშვილი პირველ წრეში ავსტრალიის წარმომადგენელ ალექსეი პოპირინთან (66) დამარცხდა - 2:6, 3:6. შეხვედრა ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა.მატჩში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა, ქართველი ჩოგბურთელი მეტოქესთან ყველა ძირითად კომპონენტში დამარცხდა.პირველ რაუნდში წაგების გამო ბასილაშვილს სარეიტინგო ქულები არ მოემატა, მაგრამ სპორტსმენმა თითქმის 22 ათასი დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.გასულ კვირაში ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე ფინალამდე მიაღწია, სადაც ერთი წლის წინ მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცადა. მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი წინა წლის ფინალისტ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან დამარცხდა - 3:6, 4:6.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422529_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6efe5b8583f2bf8528812b0423c3d5a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაი ტურნირი მატჩი წაგება
ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაი ტურნირი მატჩი წაგება
ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს პირველივე მატჩის შემდეგ გამოეთიშა
23:43 22.02.2022 (განახლებულია: 00:34 23.02.2022) პირველ რაუნდში წაგების გამო ბასილაშვილს სარეიტინგო ქულები არ მოემატა, მაგრამ სპორტსმენმა თითქმის 22 ათასი დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-19 ნომერი АТР-ს რეიტინგში) დუბაიში АТР-500-ის სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
ბასილაშვილი პირველ წრეში ავსტრალიის წარმომადგენელ ალექსეი პოპირინთან (66) დამარცხდა - 2:6, 3:6. შეხვედრა ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა.
მატჩში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა, ქართველი ჩოგბურთელი მეტოქესთან ყველა ძირითად კომპონენტში დამარცხდა.
„დღეს 100 პროცენტით მზად არ ვიყავი. სეზონის დაწყებიდან ეს უკვე მეხუთე მატჩია, რა დროსაც თავს არც ისე კარგად ვგრძნობ. რაც შემეძლო, ვაკეთებდი, მაგრამ არ გამომივიდა. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გამოვჯანმრთელდები და ინდიან-უელსისთვის მზად ვიქნები“, - დაწერა ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში.
პირველ რაუნდში წაგების გამო ბასილაშვილს სარეიტინგო ქულები არ მოემატა, მაგრამ სპორტსმენმა თითქმის 22 ათასი დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.
გასულ კვირაში ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე ფინალამდე მიაღწია, სადაც ერთი წლის წინ მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცადა. მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი წინა წლის ფინალისტ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან დამარცხდა - 3:6, 4:6.