„სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია" – მელია სააკაშვილის შიმშილობაზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
შიმშილობის დაწყების თაობაზე განცხადება მსჯავრდებულმა სააკაშვილმა 21 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. კიდევ ერთი შიმშილობა, რომელიც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი იქნება, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
21 თებერვალს სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგაც სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილმა პირველი შიმშილობა 1 ოქტომბერს, მისი დაკავების დღესვე გამოაცხადა და 20 ნოემბერს, 50 დღის შემდეგ დაასრულა.

„კიდევ ერთი რადიკალური ზომა მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი აქტი, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს“, – განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თვლის, რომ სააკაშვილის მოთხოვნები „საკმაოდ ჰუმანური და სამართლიანია“.
„მათ უნდა შეუშვან მასთან კვალიფიციური, პროფესიონალი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი“, – აღნიშნა მელიამ.
29 სექტემბერს სამშობლოში არალეგალურად დაბრუნებული სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. გათავისუფლების მოთხოვნით ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა იმავე დღეს დაიწყო. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს იგი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა დაიწყო
ჯანმრთელობის გაუარესების გამო სააკაშვილი 19 ნოემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა სწორედ ამ დღეს შეწყვიტა.
2021 წლის 27 დეკემბერს, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, სააკაშვილი კვლავ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.
ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზებაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს).
სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ამ ორ საქმეზე. სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
ყველა ახალი ამბავი
0