Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რომანტიკული ვიდეო – ნეკა დოროყაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად თბილისის ქუჩებში სეირნობს

© courtesy of Neka Dorokashviliნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია და მოდელი ამას აღარ მალავს.
მოდელი ნეკა დოროყაშვილი თავის რჩეულთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს. ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, თუმცა პირად ცხოვრებაზე იშვიათად წერს ხოლმე.
გასული წლის ნოემბერში დოროყაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, ბედნიერია თუ არა მოდელი. დოროყაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად დამღლელი სასამართლო პროცესებისა და მის მიმართ აგორებული შავი პიარ-კამპანიებისა, ძალიან ბედნიერია და ამით საყვარელ მამაკაცზე მიანიშნა.
ნეკამ აღნიშნა, რომ უკვე წელიწად-ნახევარია ბედნიერია. სავარაუდოდ, სწორედ ამდენი ხანია ის ახალ პარტნიორთანაა, რადგან ხელმომწერების კითხვებზე პასუხისას ნეკა ხაზს უსვამს, რომ მისი ბედნიერება და სილამაზე მის საყვარელ მამაკაცზეა დამოკიდებული. რაც შეეხება კითხვას, რატომ არ აჩენს ის საყვარელი ადამიანის სახეს, ნეკამ ხუმრობით აღნიშნა, რომ „ავი თვალისგან იცავს“.
მოდელმა მალდივის კუნძულებზე აღნიშნა დაბადების დღე და რომანტიკული ვახშმის კადრები გაასაჯაროვა. ამ დრომდე უცნობია, როგორ გამოიყურება და ვინ არის ნეკას ახალი რჩეული.
საზოგადოებამ იცის ნეკა დოროყაშვილის ოჯახური დავის შესახებ ყოფილ მეუღლესთან. წყვილი განქორწინებულია და ერთი შვილი ჰყავს. ნეკასა და ნიკოლოზს შორის, ქონებრივ დავასთან ერთად, ფიზიკური დაპირისპირების შესახებ დავაც მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0