პოლიციამ თბილისში მოძალადე დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
ძალადობაში ბრალდებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქსელში გამოქვეყნებული ძალადობის ამსახველი ვიდეოს საფუძველზე 34 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ანაფორიანი მამაკაცი შეურაცხყოფას აყენებს და სცემს მეორე ანაფორიან მამაკაცს. მასმედიის ინფორმაციით, პიროს (როინ) მუმლაძეს ილარიონ გიგოლაშვილი სასტიკად გაუსწორდა.
საქართველოს საპატრიარქომ ქსელში სკანდალური ვიდეოს გამოჩენის შემდეგ დაგმო ერთი ყოფილი მორჩილის მიერ მეორე მორჩილის ცემა.
დაკავებულს ბრალად ედება ძალადობით განხორციელებული დევნა, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
საპატრიარქო მორჩილის ცემის სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს>>
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 22 თებერვალს ყოფილ მორჩილს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კვების ობიექტზე ფიზიკურად გაუსწორდა. ძალადობის კადრები მოგვიანებით Facebook-ით გავრცელდა.
ნაცემმა მუმლაძემ ტელეარხ „რუსთავი2“-თან განაცხადა, რომ 18 თებერვალს მომხდარი ინციდენტი პირველი არ არის. მუმლაძის თქმით, უფრო ადრე გიგოლაშვილმა მას ძალის გამოყენებით გახადა ანაფორა და გაპარსა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მუმლაძე გიგოლაშვილს მამაკაცებისადმი ლტოლვაში გამოუტყდა და უამბო, რომ ქუთაისში ყოფნისას ერთ-ერთ მამაკაცს სექსი შესთავაზა.
ყველა ახალი ამბავი
0