https://sputnik-georgia.com/20220222/hugo-boss--da-marc-opolo-s-mwarmoebeli-kompania-qutaissi-samkervalo-sawarmos-gaxsnis-264690670.html
Hugo Boss-ისა და Marc O’Polo-ს მწარმოებელი კომპანია ქუთაისში სამკერვალო საწარმოს გახსნის
Hugo Boss-ისა და Marc O’Polo-ს მწარმოებელი კომპანია ქუთაისში სამკერვალო საწარმოს გახსნის
Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კომპანიების საქართველოში შემოსვლა განსაკუთრებით საინტერესოა დასაქმების გაზრდის კუთხით.
2022-02-22T22:03+0400
2022-02-22T22:03+0400
2022-02-22T22:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
იმერეთი
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0d/252011677_0:88:1698:1043_1920x0_80_0_0_486ef2de2941d4bdaddeae42a1d15cc1.jpg
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. კომპანია „ბოკ ჰოლდინგი“, რომელიც პროდუქციას აწვდის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Hugo Boss და Marc O’Polo, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში სამკერვალო საწარმოს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანული „ბოკ ჰოლდინგის“ დირექტორს დიტრიხ ბოკს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე გერმანული ჰოლდინგის მიერ საქართველოში დაგეგმილი სამომავლო ბიზნესპროექტები განიხილეს.გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში საწყის ეტაპზე 350 ადამიანი დასაქმდება. მათივე ინფორმაციით, პროექტის განვითარების პარალელურად დასაქმებულთა რიცხვი 1.500-მდე გაიზრდება.ამასთან, როგორც დიტრიხ ბოკმა განაცხადა, ჰოლდინგი ასევე ფუნქციონირებს უკრაინაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში.შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.წყარო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო
იმერეთი
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0d/252011677_95:0:1603:1131_1920x0_80_0_0_92be425d691e6bb58df06b31b36eea9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
hugo boss marc o’polo კომპანია ქუთაისი სამკერვალო
hugo boss marc o’polo კომპანია ქუთაისი სამკერვალო
Hugo Boss-ისა და Marc O’Polo-ს მწარმოებელი კომპანია ქუთაისში სამკერვალო საწარმოს გახსნის
22:03 22.02.2022 (განახლებულია: 22:04 22.02.2022) ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კომპანიების საქართველოში შემოსვლა განსაკუთრებით საინტერესოა დასაქმების გაზრდის კუთხით.
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. კომპანია „ბოკ ჰოლდინგი“, რომელიც პროდუქციას აწვდის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Hugo Boss და Marc O’Polo, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში სამკერვალო საწარმოს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანული „ბოკ ჰოლდინგის“ დირექტორს დიტრიხ ბოკს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე გერმანული ჰოლდინგის მიერ საქართველოში დაგეგმილი სამომავლო ბიზნესპროექტები განიხილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში საწყის ეტაპზე 350 ადამიანი დასაქმდება. მათივე ინფორმაციით, პროექტის განვითარების პარალელურად დასაქმებულთა რიცხვი 1.500-მდე გაიზრდება.
„საქართველოში ისეთი კომპანიების შემოყვანა, როგორიცაა „ბოკ ჰოლდინგი“, განსაკუთრებით საინტერესოა დასაქმების გაზრდის კუთხით. ინვესტორებთან მუშაობისას ყოველთვის ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი დასაქმება საუკეთესო პირობებით, რათა ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს. ვფიქრობ, ეს იქნება მორიგი წარმატებული ინვესტიცია, რომელიც ქუთაისის ეკონომიკას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც დიტრიხ ბოკმა განაცხადა, ჰოლდინგი ასევე ფუნქციონირებს უკრაინაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.