https://sputnik-georgia.com/20220222/alievi-rusetma-mnisvnelovani-roli-seasrula-azerbaijansa-da-somxets-soris-omis-dasrulebasi-264688172.html
ალიევი: რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებაში
ალიევი: რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებაში
Sputnik საქართველო
დღეს რუსეთი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში წამყვან პოზიციას იკავებს, ხაზგასმით აღნიშნა ალიევმა.
2022-02-22T20:08+0400
2022-02-22T20:08+0400
2023-07-20T15:54+0400
ახალი ამბები
კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249906081_0:100:1899:1168_1920x0_80_0_0_189ecb42c5537b0284d545db62d79c92.jpg
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებაში, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა სამშაბათს კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.„რუსეთის ფედერაციამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებასა და კონფლიქტის მოგვარების გადატანაში ცხელი ფაზიდან პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში“, - ციტირებს РИА Новости ალიევს.2020 წლის ნოემბერში ვლადიმირ პუტინის აქტიური მონაწილეობით ხელმოწერილმა სამმხრივმა განცხადებამ შესაძლებელი გახადა ამ გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარება, განაცხადა ალიევმა.„დღეს ახალი ვითარებაა, დღეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რეალობა მიღებულია მსოფლიო საზოგადოების მიერ და რუსეთი ასევე თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს, მე ვიტყოდი, წამყვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაში, ნორმალური მეზობლური ურთიერთობების დამყარებაში“, - დასძინა ალიევმა.2020 წლის სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში მრავალწლიანი კონფლიქტი გაღვივდა და საომარი მოქმედებები განახლდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს დაზავება, მაგრამ წარმატებული აღმოაჩნდა 10 ნოემბრის ღამეს მიღწეული სამმხრივი შეთანხმება.აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვის შუამავლობით ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ერევანმა ბაქოს ასევე გადასცა ქალბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონები. გარდა ამისა, რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249906081_106:0:1794:1266_1920x0_80_0_0_f880923858e11603bf1ebd0d2056d037.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალიევი რუსეთი როლი აზერბაიჯანი სომხეთი ომი დასრულება
ალიევი რუსეთი როლი აზერბაიჯანი სომხეთი ომი დასრულება
ალიევი: რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებაში
20:08 22.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) დღეს რუსეთი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში წამყვან პოზიციას იკავებს, ხაზგასმით აღნიშნა ალიევმა.
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებაში, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა სამშაბათს კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებასა და კონფლიქტის მოგვარების გადატანაში ცხელი ფაზიდან პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში“, - ციტირებს РИА Новости ალიევს.
2020 წლის ნოემბერში ვლადიმირ პუტინის აქტიური მონაწილეობით ხელმოწერილმა სამმხრივმა განცხადებამ შესაძლებელი გახადა ამ გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარება, განაცხადა ალიევმა.
„დღეს ახალი ვითარებაა, დღეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რეალობა მიღებულია მსოფლიო საზოგადოების მიერ და რუსეთი ასევე თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს, მე ვიტყოდი, წამყვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაში, ნორმალური მეზობლური ურთიერთობების დამყარებაში“, - დასძინა ალიევმა.
2020 წლის სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში მრავალწლიანი კონფლიქტი გაღვივდა და საომარი მოქმედებები განახლდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს დაზავება, მაგრამ წარმატებული აღმოაჩნდა 10 ნოემბრის ღამეს მიღწეული სამმხრივი შეთანხმება.
აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვის შუამავლობით ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ერევანმა ბაქოს ასევე გადასცა ქალბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონები. გარდა ამისა, რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.