Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

5 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 12.101-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.565.769-ს მიაღწია.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 12.101 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 5.269 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 1.935, შიდა ქართლი – 918, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 801, კახეთი – 795, აჭარა – 659, ქვემო ქართლი – 578, გურია – 471, მცხეთა-მთიანეთი – 340, სამცხე-ჯავახეთი – 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 136.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14.764 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.422.540-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 45 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.933-ს მიაღწია.
ლაბორატორია  - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
პლუს 12.101 შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 127.270 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.358 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 860 ადამიანი, მათ შორის 574 – თბილისში, 151 – აჭარაში.
121.052 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 7 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 12.101-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.565.769-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0