https://sputnik-georgia.com/20220221/statebma-rusuli-bankebis-winaarmdeg-sanqcoiebi-moamzada-264622170.html
შეერთებულმა შტატებმა რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები მოამზადა
შეერთებულმა შტატებმა რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები მოამზადა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 თებერვალი − Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაციამ მოსკოვის წინააღმდეგ მოამზადა სანქციები, რომლებიც ამერიკულ ბანკებს მსხვილი რუსული ბანკებისთვის... 21.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-21T09:48+0400
2022-02-21T09:48+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
პოლიტიკა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23405/35/234053575_0:0:2906:1636_1920x0_80_0_0_1ab6e9248bcf07c2efb1e4421c10d5d4.jpg
თბილისი, 21 თებერვალი − Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაციამ მოსკოვის წინააღმდეგ მოამზადა სანქციები, რომლებიც ამერიკულ ბანკებს მსხვილი რუსული ბანკებისთვის ტრანსაქციების დამუშავებას უკრძალავს, იუწყება სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.საუბარია შემზღუდავი ზომების „წინასწარ პაკეტზე“, რომელსაც ვაშინგტონი მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აამოქმედებს.გარდა ამისა, წყაროს ცნობით, აშშ სანქციების ამოქმედებას აპირებს ზოგი პირისა თუ კომპანიის წინააღმდეგაც მათი შავ სიაში SDN List-ში შეყვანის გზით. Specially Designated Nationals List – ეს არის სია, რომელში შესულ ადამიანებთან, ორგანიზაციებთან თუ ხომალდებთან აშშ-ის მოქალაქეებს ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ. შესაბამისად, SDN List-ში შესული სუბიექტები ეთიშებიან ამერიკულ საბანკო სისტემას, ხოლო მათი აქტივები აშშ-ში იყინება.ამის პარალელურად რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ ესკალაციის გეგმები არ აქვს და არავის ემუქრება. გასულ კვირაში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სწავლებების შემდეგ რუსული ქვედანაყოფების ერთი ნაწილი დისლოკაციის ადგილებს უკვე დაუბრუნდა, მეორე ნაწილი კი უახლოეს პერიოდში დატოვებს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს. მიუხედავად ამისა, დასავლური პრესა კვლავ წერს, რომ მოსკოვი გარკვეულ პროვოკაციებს ამზადებს უკრაინაში.წყარო: Reuters
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23405/35/234053575_147:0:2878:2048_1920x0_80_0_0_b3631e881f0667bc1450661c51b3d624.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 თებერვალი − Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაციამ მოსკოვის წინააღმდეგ მოამზადა სანქციები, რომლებიც ამერიკულ ბანკებს მსხვილი რუსული ბანკებისთვის ტრანსაქციების დამუშავებას უკრძალავს, იუწყება სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.
საუბარია შემზღუდავი ზომების „წინასწარ პაკეტზე“, რომელსაც ვაშინგტონი მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აამოქმედებს.
გარდა ამისა, წყაროს ცნობით, აშშ სანქციების ამოქმედებას აპირებს ზოგი პირისა თუ კომპანიის წინააღმდეგაც მათი შავ სიაში SDN List-ში შეყვანის გზით. Specially Designated Nationals List – ეს არის სია, რომელში შესულ ადამიანებთან, ორგანიზაციებთან თუ ხომალდებთან აშშ-ის მოქალაქეებს ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ. შესაბამისად, SDN List-ში შესული სუბიექტები ეთიშებიან ამერიკულ საბანკო სისტემას, ხოლო მათი აქტივები აშშ-ში იყინება.
ამის პარალელურად რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ ესკალაციის გეგმები არ აქვს და არავის ემუქრება. გასულ კვირაში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სწავლებების შემდეგ რუსული ქვედანაყოფების ერთი ნაწილი დისლოკაციის ადგილებს უკვე დაუბრუნდა, მეორე ნაწილი კი უახლოეს პერიოდში დატოვებს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს. მიუხედავად ამისა, დასავლური პრესა კვლავ წერს, რომ მოსკოვი გარკვეულ პროვოკაციებს ამზადებს უკრაინაში.