https://sputnik-georgia.com/20220221/saqartveloshi-sheizleba-sawvavis-pasebze-zgvari-dawesdes-264622338.html
საქართველოში შეიძლება საწვავის ფასებზე ზღვარი დაწესდეს
საქართველოში შეიძლება საწვავის ფასებზე ზღვარი დაწესდეს
Sputnik საქართველო
საქართველოში საწვავის იმპორტის ძირითადი წილი მოდის თურქმენეთზე, რუსეთზე, რუმინეთსა და ბულგარეთზე.
2022-02-21T10:39+0400
2022-02-21T10:39+0400
2022-02-21T14:36+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447345_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_49378135e3abc17f39617421e99de20f.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში საწვავზე ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, დაზღვევის მექანიზმები შემუშავდეს.მსოფლიო ბაზრებზე არსებული ტენდენციებისა და ნავთობზე ფასების რყევის გამო საქართველოში საწვავზე ფასები ზრდას აგრძელებს.ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, როგორც კი არაკონტროლირებადი ცვლილებები დაფიქსირდება, სახელმწიფო მიიღებს ზომებს.„თუ ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს დავინახავთ, ბიზნეს-სექტორთან კონსულტაციების შემდეგ ამ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება გვექნება, რადგანაც ეს ძალზე მგრძნობიარე საკითხია“, – განაცხადა დავითაშვილმა.საქართველოში ბენზინი უფრო მეტად გაძვირდება - ექსპერტის განმარტება>>>იმას, რომ სახელმწიფომ შეიძლება დააწესოს ზღვარი საწვავის ფასებზე, ვარაუდობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.„სამინისტრო ფასების ზედა ზღვარს განიხილავს. თუ ასეთი რამ მოხდება, საჭიროა ზრდადი ფასების კომპენსირება სუბსიდიებით ან აქციზებით“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.მისი თქმით, იმპორტიორები მცურავი აქციზის შემოღებას ემხრობიან, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულის საჭიროებას ჯერ ვერ ხედავს.„მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს აქციზების მრავალსაფეხურიანი სისტემა, რთულია მისი ადმინისტრირება და იგი მანიპულაციისთვის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.ვითარება საწვავის ბაზარზე საქართველოშისაქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს საწვავის იმპორტის ბაზარზე ოპერირებდა 39 ეკონომიკური აგენტი და ქვეყანაში განხორციელდა 1,5 მლრდ ლიტრი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი.იმპორტის ძირითადი ნაწილი მოდის თურქმენეთზე, რუსეთზე, რუმინეთსა და ბულგარეთზე.ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თურქმენეთიდან და რუსეთიდან იმპორტირებული „რეგულარის“ მარკის საწვავის თვითღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია ბულგარეთიდან და რუმინეთიდან იმპორტირებული ანალოგიური საწვავის თვითღირებულებაზე. აღნიშნული საწვავის 1 ლიტრის თვითღირებულებებს შორის სხვაობა წლის განმავლობაში 6-25 თეთრის ფარგლებში მერყეობდა.უწყების ცნობით, 2021 წელი გამოირჩეოდა საერთაშორისო პლატფორმა Platts-ის ფასის ზრდის დინამიკით. წლის მანძილზე ფასი 65%-ით გაიზარდა.ამასთან, საცალო ბაზარზე მსხვილ კომპანიებსა და მცირე ქსელებს შორის არსებული ფასთა დიაპაზონი წარმოადგენს მომხმარებლის დამატებით არჩევანს. მცირე და მსხვილ ქსელებს შორის ერთსა და იმავე ტიპის საწვავზე ფასების სხვაობა 30-45 თეთრის ფარგლებში ფიქსირდებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447345_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_04a425207e0e9d5952dc75dc3ebb511d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ეკონომიკა საწვავზე ფასები იმპორტი
საქართველო ეკონომიკა საწვავზე ფასები იმპორტი
საქართველოში შეიძლება საწვავის ფასებზე ზღვარი დაწესდეს
10:39 21.02.2022 (განახლებულია: 14:36 21.02.2022) საქართველოში საწვავის იმპორტის ძირითადი ნაწილი მოდის თურქმენეთზე, რუსეთზე, რუმინეთსა და ბულგარეთზე.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში საწვავზე ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, დაზღვევის მექანიზმები შემუშავდეს.
მსოფლიო ბაზრებზე არსებული ტენდენციებისა და ნავთობზე ფასების რყევის გამო საქართველოში საწვავზე ფასები ზრდას აგრძელებს.
„სახელმწიფოს, აქციზის გარდა, საწვავზე ფასების ზრდის დაზღვევის მექანიზმი აქვს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, როგორც კი არაკონტროლირებადი ცვლილებები დაფიქსირდება, სახელმწიფო მიიღებს ზომებს.
„თუ ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს დავინახავთ, ბიზნეს-სექტორთან კონსულტაციების შემდეგ ამ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება გვექნება, რადგანაც ეს ძალზე მგრძნობიარე საკითხია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
იმას, რომ სახელმწიფომ შეიძლება დააწესოს ზღვარი საწვავის ფასებზე, ვარაუდობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
„სამინისტრო ფასების ზედა ზღვარს განიხილავს. თუ ასეთი რამ მოხდება, საჭიროა ზრდადი ფასების კომპენსირება სუბსიდიებით ან აქციზებით“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.
მისი თქმით, იმპორტიორები მცურავი აქციზის შემოღებას ემხრობიან, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულის საჭიროებას ჯერ ვერ ხედავს.
„მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს აქციზების მრავალსაფეხურიანი სისტემა, რთულია მისი ადმინისტრირება და იგი მანიპულაციისთვის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ვითარება საწვავის ბაზარზე საქართველოში
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს
მონაცემებით, 2021 წელს საწვავის იმპორტის ბაზარზე ოპერირებდა 39 ეკონომიკური აგენტი და ქვეყანაში განხორციელდა 1,5 მლრდ ლიტრი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი.
იმპორტის ძირითადი ნაწილი მოდის თურქმენეთზე, რუსეთზე, რუმინეთსა და ბულგარეთზე.
ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თურქმენეთიდან და რუსეთიდან იმპორტირებული „რეგულარის“ მარკის საწვავის თვითღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია ბულგარეთიდან და რუმინეთიდან იმპორტირებული ანალოგიური საწვავის თვითღირებულებაზე. აღნიშნული საწვავის 1 ლიტრის თვითღირებულებებს შორის სხვაობა წლის განმავლობაში 6-25 თეთრის ფარგლებში მერყეობდა.
უწყების ცნობით, 2021 წელი გამოირჩეოდა საერთაშორისო პლატფორმა Platts-ის ფასის ზრდის დინამიკით. წლის მანძილზე ფასი 65%-ით გაიზარდა.
ამასთან, საცალო ბაზარზე მსხვილ კომპანიებსა და მცირე ქსელებს შორის არსებული ფასთა დიაპაზონი წარმოადგენს მომხმარებლის დამატებით არჩევანს. მცირე და მსხვილ ქსელებს შორის ერთსა და იმავე ტიპის საწვავზე ფასების სხვაობა 30-45 თეთრის ფარგლებში ფიქსირდებოდა.