სააკაშვილის სასამართლო და მისი მომხრეების ტრადიციული აქცია – ვიდეო

გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის მორიგი განხილვა გაიმართა. ტრდიციულად სასამართლო პროცესმა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.
სასამართლომ დღეს 2007 წლის ოქტომბრის მშვიდობიანი მიტინგის დაშლის შესახებ საქმის განხილვა განაგრძო. ამჯერად პროცესზე თავად ყოფილი პრეზიდენტიც იმყოფებოდა.
გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა პირადად გასცა ბრძანება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისების შესახებ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0