https://sputnik-georgia.com/20220221/ra-ganixiles-inasvilma-da-jafarizem-restoransi-264646641.html
რა განიხილეს ირმა ინაშვილმა და ბადრი ჯაფარიძემ რესტორანში
რა განიხილეს ირმა ინაშვილმა და ბადრი ჯაფარიძემ რესტორანში
Sputnik საქართველო
პოლიტიკურ წრეებში პარლამენტის შუალედური არჩევნების მოლოდინში ახალ შესაძლო კავშირზე ალაპარაკდნენ
2022-02-21T19:55+0400
2022-02-21T19:55+0400
2022-02-21T23:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24760/93/247609368_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_8c7e2174965048ef07781d0595675635.jpg
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ორი კარდინალურად განსხვავებული ოპოზიციური პარტიის – „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და ირმა ინაშვილის არაფორმალურ გარემოში შეხვედრამ არაერთი კითხვა გააჩინა.„ლელო საქართველოსთვის“ არის პროდასავლური პარტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ კი პრორუსულ ძალად მიიჩნევა და მხარს არ უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას.ჯაფარიძემაც უარყო ის, რომ შეხვედრაზე განიხილეს შუალედურ არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან მისი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხი.ჯაფარიძე დეპუტატის მანდატის გარეშე 15 თებერვალს დარჩა და იმავე დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში დაბრუნებას აპირებს რუსთავი–გარდაბნის ოლქში 2 აპრილისთვის დანიშნული მაჟორიტარული არჩევნების გზით.ცნობილია, რომ ჯაფარიძის კანდიდატურას შუალედურ არჩევნებზე მხარს დაუჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.ვინ რას განიხილავდა?სინამდვილეში რას განიხილავდნენ ინაშვილი და ჯაფარიძე არაფორმალურ შეხვედრაზე? მოგვიანებით ინაშვილს ამ საკითხზე დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუწია.„ბევრჯერ შევხვედრივარ ბადრი ჯაფარიძეს, მაგრამ ამით არავინ დაინტერესებულა. სინამდვილეში ყველას აინტერესებს რუსთავის არჩევნების თემა. პირდაპირ მინდა ვთქვა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას“, – აღნიშნა ინაშვილმა ბრიფინგზე.მისი სიტყვებით, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას არც „საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი“, რომელიც 40-ზე მეტ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს, და მათ არ ეყოლებათ ერთიანი კანდიდატი.„არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, ჩემი ამ განცხადებიდან გამომდინარე, არც არავის არ დავუჭერთ ჩვენ მხარს. მეტიც, არ ჩავერთვებით არანაირად მიმდინარე მოახლოებულ არჩევნებში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.კომენტარი ჯაფარიძის პარტიაშიც გააკეთეს. პარტია „ლელოს“ წევრის გრიგოლ გეგელიას სიტყვებით, რუსთავში არჩევნებთან დაკავშირებით პარტია კონსულტაციებს მართავს იმისათვის, რომ გამარჯვების შანსი გაზარდოს.„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭიროს მხარი ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას... მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან ძირეული და ფუნდამენტური განსხვავება „ლელოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო ოპოზიციურმა ძალისხმევამ გამოიღოს საერთო შედეგი, საერთო გამარჯვებისთვის“, – განუცხადა „პირველ არხს“ გრიგოლ გეგელიამ.„ქართული ოცნების“ შეფასებაჯაფარიძისა და ინაშვილის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეაფასა და მას ფარისევლობის ჩვეულებრივი მაგალითი უწოდა.„ლელო“ განსაკუთრებით გამოირჩევა ფარისევლობითა და სიყალბით ბევრ რამესთან დაკავშირებით. ამაზე გვქონდა საუბარი, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო სხვადასხვა მოლაპარაკებების პერიოდი, მეც არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ხშირად ასრულებდა ჩამშლელის როლს ამ შეთანხმებების დროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მმართველ პარტიაში მიიჩნევენ ასევე, რომ ჯაფარიძის კანდიდატურას შუალედურ არჩევნებზე პერსპექტივა არ გააჩნია.ჯაფარიძე მანდატის გარეშე დარჩა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. აღკვეთის ღონისძიება არცერთს არ შეხებია სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციებს, რომლის დამფუძნებლებიც არიან ხაზარაძე და ჯაფარიძე.საქართველოს პარლამენტის შუალედური მაჟორიტარული არჩევნები რუსთავი–გარდაბნის ოლქში 2 აპრილს გაიმართება.ამჟამად არჩევნებზე რეგისტრირებულია 13 პარტია.მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც „ქართული ოცნების“ წევრი ნინო ლაცაბიძე გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24760/93/247609368_138:122:2198:1667_1920x0_80_0_0_59d3b7488a65725bf49785a69e044493.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განხილვა ინაშვილი ჯაფარიძე რესტორანი
განხილვა ინაშვილი ჯაფარიძე რესტორანი
რა განიხილეს ირმა ინაშვილმა და ბადრი ჯაფარიძემ რესტორანში
19:55 21.02.2022 (განახლებულია: 23:01 21.02.2022) პოლიტიკურ წრეებში პარლამენტის შუალედური არჩევნების მოლოდინში ახალ შესაძლო კავშირზე ალაპარაკდნენ.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ორი კარდინალურად განსხვავებული ოპოზიციური პარტიის – „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და ირმა ინაშვილის არაფორმალურ გარემოში შეხვედრამ არაერთი კითხვა გააჩინა.
„ლელო საქართველოსთვის“ არის პროდასავლური პარტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ კი პრორუსულ ძალად მიიჩნევა და მხარს არ უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას.
„ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე ვისაუბრეთ. ქვეყანა ერთია და ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი კვდება. არჩევნებზე არ გვისაუბრია", – განუცხადა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
ჯაფარიძემაც უარყო ის, რომ შეხვედრაზე განიხილეს შუალედურ არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან მისი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხი.
ჯაფარიძე დეპუტატის მანდატის გარეშე 15 თებერვალს დარჩა და იმავე დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში დაბრუნებას აპირებს რუსთავი–გარდაბნის ოლქში 2 აპრილისთვის დანიშნული მაჟორიტარული არჩევნების გზით.
ცნობილია, რომ ჯაფარიძის კანდიდატურას შუალედურ არჩევნებზე მხარს დაუჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
სინამდვილეში რას განიხილავდნენ ინაშვილი და ჯაფარიძე არაფორმალურ შეხვედრაზე? მოგვიანებით ინაშვილს ამ საკითხზე დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუწია.
„ბევრჯერ შევხვედრივარ ბადრი ჯაფარიძეს, მაგრამ ამით არავინ დაინტერესებულა. სინამდვილეში ყველას აინტერესებს რუსთავის არჩევნების თემა. პირდაპირ მინდა ვთქვა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას“, – აღნიშნა ინაშვილმა ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას არც „საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი“, რომელიც 40-ზე მეტ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს, და მათ არ ეყოლებათ ერთიანი კანდიდატი.
„არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, ჩემი ამ განცხადებიდან გამომდინარე, არც არავის არ დავუჭერთ ჩვენ მხარს. მეტიც, არ ჩავერთვებით არანაირად მიმდინარე მოახლოებულ არჩევნებში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
კომენტარი ჯაფარიძის პარტიაშიც გააკეთეს. პარტია „ლელოს“ წევრის გრიგოლ გეგელიას სიტყვებით, რუსთავში არჩევნებთან დაკავშირებით პარტია კონსულტაციებს მართავს იმისათვის, რომ გამარჯვების შანსი გაზარდოს.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭიროს მხარი ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას... მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან ძირეული და ფუნდამენტური განსხვავება „ლელოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო ოპოზიციურმა ძალისხმევამ გამოიღოს საერთო შედეგი, საერთო გამარჯვებისთვის“, – განუცხადა „პირველ არხს“ გრიგოლ გეგელიამ.
„ქართული ოცნების“ შეფასება
ჯაფარიძისა და ინაშვილის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეაფასა და მას ფარისევლობის ჩვეულებრივი მაგალითი უწოდა.
„ლელო“ განსაკუთრებით გამოირჩევა ფარისევლობითა და სიყალბით ბევრ რამესთან დაკავშირებით. ამაზე გვქონდა საუბარი, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო სხვადასხვა მოლაპარაკებების პერიოდი, მეც არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ხშირად ასრულებდა ჩამშლელის როლს ამ შეთანხმებების დროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველ პარტიაში მიიჩნევენ ასევე, რომ ჯაფარიძის კანდიდატურას შუალედურ არჩევნებზე პერსპექტივა არ გააჩნია.
„ბადრი ჯაფარიძის პოზიციები არ არის მაინცდამაინც სახარბიელო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდა. ახლა სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც რაღაც რესურსებს ეძებს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან წამგებიანია, ამ შემთხვევაში პირადად ჯაფარიძის კანდიდატურისა და ზოგადად პარტია „ლელოსთვის“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ჯაფარიძე მანდატის გარეშე დარჩა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. აღკვეთის ღონისძიება არცერთს არ შეხებია სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციებს, რომლის დამფუძნებლებიც არიან ხაზარაძე და ჯაფარიძე.
საქართველოს პარლამენტის შუალედური მაჟორიტარული არჩევნები რუსთავი–გარდაბნის ოლქში 2 აპრილს გაიმართება.
ამჟამად არჩევნებზე რეგისტრირებულია 13 პარტია.
მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც „ქართული ოცნების“ წევრი ნინო ლაცაბიძე გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერი გახდა.