Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვფიქრობდი, რომ მიმატოვა...“ – რა ხდება მაია ასათიანის პირადში?

© Facebook / Maia asatianiმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო გამოაქვეყნა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მაია ასათიანი შეყვარებულია და მისი რჩეული მასზე ასაკით უმცროსი ფეხბურთელია, თუმცა ტელეწამყვანი საგულდაგულოდ მალავს მის სახეს და ამას იმით ხსნის, რომ არ უნდა საყვარელი ადამიანი პოპულარობისთვის „გაწიროს“.
ცოტა ხნის წინ მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც რუსული წარწერა ახლავს. „ვფიქრობდი, რომ მიმატოვა, ჩავიხედე სარკეში და არა – დამკარგა“, – აწერია ფოტოს. როგორც ჩანს, ტელეწამყვანს ამ ფოტოთი რაღაცის თქმა უნდოდა, რაც შესაძლოა მის პირად ცხოვრებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ტელეწამყვანმა შეყვარებულთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე.
მაია ასათიანი მეორედ ებრძვის უკვე კორონავირუსს. ტელეწამყვანი როგორც პირველი ინფიცირებისას, ისე მეორედაც კლინიკაში მოხვდა, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს.
ყველა ახალი ამბავი
0