https://sputnik-georgia.com/20220221/doneckisa-da-luganskis-respublikebma-putins-damoukideblobis-ariarebis-txovnit-mimartes-264651607.html
დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს
დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს
Sputnik საქართველო
თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურები რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადების წინადადებით გამოვიდნენ
2022-02-21T21:30+0400
2022-02-21T21:30+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264644704_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_252140260146a2188400cf89106a5dfe.jpg
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა. პუშილინმა პრეზიდენტს ასევე მიმართა თხოვნით, განიხილოს დონეცკის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.თავის მხრივ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმაც პუტინს მსგავსი თხოვნით მიმართა.პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის სახელით მიმართა წინადადებით, რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მათ შორის თავდაცვის სფეროში.დონბასში ვითარება ბოლო დღეებში დაიძაბა, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები უკრაინის ძალოვანების მხრიდან მრავალრიცხოვანი დაბომბვების შესახებ საუბრობენ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ხელმძღვანელობამ უკრაინის შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით გამოაცხადა მოქალაქეების დროებითი ევაკუაცია როსტოვის ოლქში. ეს ძირითადად ეხება ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.როგორც დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უახლოეს დროს სამხედროებს დონბასში შეჭრას უბრძანებს. შაბათს ორივე რესპუბლიკების ლიდერმა საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264644704_34:0:1543:1132_1920x0_80_0_0_7b7d473e2c2d617ccbdfa392a90596d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დონეცკი ლუგანსკი რესპუბლიკა პუტინი დამოუკიდებლობა აღიარება თხოვნა
დონეცკი ლუგანსკი რესპუბლიკა პუტინი დამოუკიდებლობა აღიარება თხოვნა
დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს
21:30 21.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურები რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადების წინადადებით გამოვიდნენ
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა. პუშილინმა პრეზიდენტს ასევე მიმართა თხოვნით, განიხილოს დონეცკის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
თავის მხრივ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმაც პუტინს მსგავსი თხოვნით მიმართა.
„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარებით რესპუბლიკის მცხოვრებლები, რომელთა შორის 300 ათასი რუსეთის მოქალაქეა, მასობრივ დაღუპვას გადაურჩებიან“, - განაცხადა პასეჩნიკმა.
პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის სახელით მიმართა წინადადებით, რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მათ შორის თავდაცვის სფეროში.
დონბასში ვითარება ბოლო დღეებში დაიძაბა, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები უკრაინის ძალოვანების მხრიდან მრავალრიცხოვანი დაბომბვების შესახებ საუბრობენ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ხელმძღვანელობამ უკრაინის შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით გამოაცხადა მოქალაქეების დროებითი ევაკუაცია როსტოვის ოლქში. ეს ძირითადად ეხება ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.
როგორც დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უახლოეს დროს სამხედროებს დონბასში შეჭრას უბრძანებს. შაბათს ორივე რესპუბლიკების ლიდერმა საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი.