https://sputnik-georgia.com/20220220/zura-yipshidze-lela-gociridze-264559888.html
„ჩემი ცოლი გათხოვილი იყო როცა შემიყვარდა“ - როგორ გაიპარნენ ზურა ყიფშიძე და მისი ცოლი
„ჩემი ცოლი გათხოვილი იყო როცა შემიყვარდა“ - როგორ გაიპარნენ ზურა ყიფშიძე და მისი ცოლი
Sputnik საქართველო
საზოგადოებაში არასდროს ჩნდება ზურა ყიფშიძის მეუღლე ლელა გოცირიძე 20.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-20T12:00+0400
2022-02-20T12:00+0400
2022-02-20T12:00+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24822/85/248228506_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_72d406b38279011d7fdf9c89a21e1d73.jpg
მსახიობი ზურა ყიფშიძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „სხვა კითხვა“ იმყოფებოდა, სადაც ცოლთან დაკავშირებით ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ როდესაც მსახიობს მისი მომავალი მეუღლე შეუყვარდა, მაშინ გათხოვილი იყო.ზურა ყიფშიძე იხსენებს, რომ ქალი პირველად ვასო გოძიაშვილის დაკრძალვაზე ნახა.მსახიობის მეუღლე ზურას პოპულარობის პიკზე ლელა გოცირიძე გახდა. წყვილს ათკაციანი ქორწილი ჰქონდა. „ცხონებული გოგა ფიფიას კოსტიუმი მეცვა, კარგად მახსენდება საკუთარი ქორწილი“, - იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა ქორწილამდე იყო გაპარვა. ლელა და ზურა, ქალის მამის მანქანით გაიპარნენ. თავიდან საჭესთან ზურა იჯდა, მაგრამ ერთ-ერთ მონაკვეთზე, როდესაც ყინულზე მართვა გაუჭირდა, მისი ადგილი მომავალმა მეუღლემ დაიკავა.2014 წელს მოულოდნელად მსახიობის ცოლსა და შვილს ერთი და იგივე დაავადება დაემართათ, რამაც მათი სიცოცხლეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეს ამბავი ზურა ყიფშიძემ ძალიან განიცადა, რადგან დიაგნოზი - ანევრიზმა, მაშინ განაჩენად ჟღერდა, რადგან ბოლო წლებში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა სწორედ ანევრიზმით. მერიამ თანხა გადარიცხა და ლენუკამ და ქალბატონმა ლელამ ოპერაცია თურქეთში გაიკეთეს.მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყიფშიძის ორივე შვილს საზოგადოება კარგად იცნობს, მისი მეუღლე არასოდეს გამოირჩეოდა საჯაროობისადმი სიყვარულით. არც ჟურნალისტებს თანხმდებოდა ინტერვიუზე და სოციალურ ქსელშიც მხოლოდ შვილების და ახალგაზრდობის რამდენიმე ფოტოა ხელმისაწვდომი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24822/85/248228506_105:0:1000:671_1920x0_80_0_0_e77e63caabc839c45f2ca18fc3a4e838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ზურა ყიფშიძე ცოლი
„ჩემი ცოლი გათხოვილი იყო როცა შემიყვარდა“ - როგორ გაიპარნენ ზურა ყიფშიძე და მისი ცოლი
საზოგადოებაში არასდროს ჩნდება ზურა ყიფშიძის მეუღლე ლელა გოცირიძე
მსახიობი ზურა ყიფშიძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „სხვა კითხვა“ იმყოფებოდა, სადაც ცოლთან დაკავშირებით
ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ როდესაც მსახიობს მისი მომავალი მეუღლე შეუყვარდა, მაშინ გათხოვილი იყო.
ზურა ყიფშიძე იხსენებს, რომ ქალი პირველად ვასო გოძიაშვილის დაკრძალვაზე ნახა.
„ჩამოსული ვიყავი, უკვე სტუდენტი ვიყავი. დავინახე და გავიკითხე ვინ იყო, თუმცა მის ქმართან დაშორებაში არაფერ შუაში ვარ. ურთიერთობის წინააღმდეგი იყო მამამისი, რადგან სხვა გეგმები ჰქონდათ, თუმცა მაინც ჩვენი გავიტანეთ. მერე შემირიგდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ“, - იხსენებს მსახიობი.
მსახიობის მეუღლე ზურას პოპულარობის პიკზე ლელა გოცირიძე გახდა. წყვილს ათკაციანი ქორწილი ჰქონდა. „ცხონებული გოგა ფიფიას კოსტიუმი მეცვა, კარგად მახსენდება საკუთარი ქორწილი“, - იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა ქორწილამდე იყო გაპარვა. ლელა და ზურა, ქალის მამის მანქანით გაიპარნენ. თავიდან საჭესთან ზურა იჯდა, მაგრამ ერთ-ერთ მონაკვეთზე, როდესაც ყინულზე მართვა გაუჭირდა, მისი ადგილი მომავალმა მეუღლემ დაიკავა.
2014 წელს მოულოდნელად მსახიობის ცოლსა და შვილს ერთი და იგივე დაავადება დაემართათ, რამაც მათი სიცოცხლეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეს ამბავი ზურა ყიფშიძემ ძალიან განიცადა, რადგან დიაგნოზი - ანევრიზმა, მაშინ განაჩენად ჟღერდა, რადგან ბოლო წლებში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა სწორედ ანევრიზმით. მერიამ თანხა გადარიცხა და ლენუკამ და ქალბატონმა ლელამ ოპერაცია თურქეთში გაიკეთეს.
„ოპერაციის შემდეგ კიდევ რამდენიმე ჩემი ნაცნობის სიკვდილის ამბავი გავიგე, სწორედ ამ დიაგნოზით. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. სამი თვე ძალიან უნდა გავფრთხილებოდით ჩვენს ჯანმრთელობას, ბევრი რამ აგვიკრძალეს. ამ სამმა თვემ საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო", - იხსენებდა ოპერაციის შემდეგ ლენუკა.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყიფშიძის ორივე შვილს საზოგადოება კარგად იცნობს, მისი მეუღლე არასოდეს გამოირჩეოდა საჯაროობისადმი სიყვარულით. არც ჟურნალისტებს თანხმდებოდა ინტერვიუზე და სოციალურ ქსელშიც მხოლოდ შვილების და ახალგაზრდობის რამდენიმე ფოტოა ხელმისაწვდომი.