https://sputnik-georgia.com/20220220/saqartvelos-ramdenime-mdinare-kalmaxis-qviritit-datevzianda-264610434.html
საქართველოს რამდენიმე მდინარე კალმახის ქვირითით დათევზიანდა
საქართველოს რამდენიმე მდინარე კალმახის ქვირითით დათევზიანდა
Sputnik საქართველო
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
2022-02-20T13:47+0400
2022-02-20T13:47+0400
2022-02-21T14:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264635391_0:0:3317:1865_1920x0_80_0_0_28238a4e35a085b61fafeeb33bf1bb0b.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდინარეები ჭივჭავი და ალგეთი 60 ათასამდე კალმახის ქვირითით დაათევზიანეს.ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს.ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა, განმარტავენ უწყებაში.სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში მარტივად ახდენს ადაპტაციას.გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლებმა სამი დღის წინ 30 ათასი კალმახის ქვირითით ასევე დაათევზიანეს მდინარე ფშავის არაგვი (ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია).გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.სააგენტოს საშენში ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება ყოველწლიურად ხდება, რაც მიზნად ისახავს საქართველოს წითელ ნუსხაში შემავალი სახეობის აღდგენას.წყარო - ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264635391_0:0:2487:1865_1920x0_80_0_0_2b161a84e8287fab8c3665fbd971f712.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მდინარე კალმახი ქვირითი დათევზიანება
საქართველო მდინარე კალმახი ქვირითი დათევზიანება
საქართველოს რამდენიმე მდინარე კალმახის ქვირითით დათევზიანდა
13:47 20.02.2022 (განახლებულია: 14:49 21.02.2022) სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდინარეები ჭივჭავი და ალგეთი 60 ათასამდე კალმახის ქვირითით დაათევზიანეს.
ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს.
ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა, განმარტავენ უწყებაში.
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში მარტივად ახდენს ადაპტაციას.
გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლებმა სამი დღის წინ 30 ათასი კალმახის ქვირითით ასევე დაათევზიანეს მდინარე ფშავის არაგვი (ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.
სააგენტოს საშენში ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება ყოველწლიურად ხდება, რაც მიზნად ისახავს საქართველოს წითელ ნუსხაში შემავალი სახეობის აღდგენას.