საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ვებგვერდი აქვს

© photo: Sputnikპრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2022
გამოწერა
ახალ ვებგვერდს დაემატა ფუნქცია „წერილი პრეზიდენტს“
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო სააგენტოებისა და საინფორმაციო პორტალებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდი ახალ მისამართზე - www.president.ge-ზე განთავსდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ვებგვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-რესურსს დაემატა ფუნქცია „წერილი პრეზიდენტს“. ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს მეთაურს ზოგადი განცხადებით, გააკეთოს განაცხადი პერსონალური ან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე.
ახალი ვებგვერდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით 5800 ლარად შპს „პროსერვისმა" შექმნა და მასვე ევალება ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.
უწყების ცნობით, ინტერნეტ-მისამართის ცვლილება საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძველი ვებგვერდი ჯერჯერობით ფუნქციონირებს.
წყარო - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ვებგვერდი
წყარო - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ყველა ახალი ამბავი
0