https://sputnik-georgia.com/20220220/rustavis-cixestan-saakasvilis-gatavisuflebis-motxovnit-saprotesto-aqcia-gaimarta-264615015.html
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მისი საპატიმროში ყოფნის დრო მაქსიმალურად შეამცირონ, განაცხადა ენმ-ის ლიდერმა
2022-02-20T19:13+0400
2022-02-20T19:13+0400
2022-02-20T19:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261731639_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_a80210d0b5062b34d89c10c6e188b2e1.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართეს საპროტესტო აქცია რუსთავის №12 ციხესთან, სადაც სახელმწიფოს ყოფილი მეთაური სასჯელს იხდის.მომიტინგეები მივიდნენ რუსთავის ციხესთან ავტომობილებით, მანამდე კი კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის მთავარი ოფისიდან ავტომსვლელობა მოაწყვეს.საპროტესტო აქციის მონაწილეებს უკავიათ საქართველოს დროშები და პლაკატები წარწერით #FreeMisha.მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მისი საპატიმროში ყოფნის დრო მაქსიმალურად შემცირდეს.საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები პერმანენტული გახდება და გაიმართება როგორ რუსთავის ციხესთან, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ექს-პრეზიდენტის პროცესების დროს.სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261731639_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_aa0c3d84f1f771634a013a8fb7ab6e55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აქცია რუსთავის ციხე თავისუფლება სააკაშვილი
აქცია რუსთავის ციხე თავისუფლება სააკაშვილი
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
19:13 20.02.2022 (განახლებულია: 19:15 20.02.2022) ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მისი საპატიმროში ყოფნის დრო მაქსიმალურად შეამცირონ, განაცხადა ენმ-ის ლიდერმა
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართეს საპროტესტო აქცია რუსთავის №12 ციხესთან, სადაც სახელმწიფოს ყოფილი მეთაური სასჯელს იხდის.
მომიტინგეები მივიდნენ რუსთავის ციხესთან ავტომობილებით, მანამდე კი კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის მთავარი ოფისიდან ავტომსვლელობა მოაწყვეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს უკავიათ საქართველოს დროშები და პლაკატები წარწერით #FreeMisha.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, სადაც განათლებული მოქალაქეები ცხოვრობენ, იმის მტკიცება არის საჭირო, რომ ქვეყნის პრეზიდენტს შეწყალების ექსკლუზიური უფლება აქვს, ვისაც არ უნდა იწყალებდეს და ამის გამო ასამართლებენ“, - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მისი საპატიმროში ყოფნის დრო მაქსიმალურად შემცირდეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები პერმანენტული გახდება და გაიმართება როგორ რუსთავის ციხესთან, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ექს-პრეზიდენტის პროცესების დროს.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.