Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორია ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 9.400-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.548.893-ს მიაღწია.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 9.400 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 4.323 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 1.440, კახეთი - 723, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 661, აჭარა - 611, ქვემო ქართლი - 511, შიდა ქართლი - 464, გურია - 344, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 122 , რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18.770 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.388.534-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 34 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.856-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 144.477 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.633 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 2.320, იმერეთში - 1.038, აჭარაში - 627.
1.254 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 289 პირი, მათგან თბილისში –166 , აჭარაში -39 , იმერეთში -26 .
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 932 ადამიანი, მათ შორის 617 - თბილისში, 168 - აჭარაში.
137.912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 12 ადამიანი, ყველა თბილისში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 9.400-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.548.893-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0