მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დოჰაში გაზის ექსპორტიორი ქვეყნების წარმომადგენლების ფორუმი იწყება

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკატარი
კატარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2022
გამოწერა
ფორუმი აერთიანებს გაზის წამყვან ექსპორტიორებს. კოალიციაში შედის 20 ქვეყანა - „ლურჯი საწვავის" წამყვანი მწარმოებლები.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ლიდერთა სამიტი დოჰაში (კატარი) კვირას, 20 თებერვალს დაიწყება.
GECF არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს წამყვან გაზის ექსპორტიორებს აერთიანებს. ამჟამად გაზის კოალიცია აერთიანებს ბუნებრივი გაზის მწარმოებელ 20 წამყვან ქვეყანას, რომლებიც აკონტროლებენ მისი დადასტურებული მარაგების 72%-ს, წარმოების 46%-ს, მილსადენის გაზის ექსპორტის 55%-ს და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების 61%-ს.
ორგანიზატორების მასალების მიხედვით, სამიტი გაიმართება სლოგანით „ბუნებრივი აირი: ენერგეტიკის მომავლის განსაზღვრა“ და 22 თებერვლამდე გაგრძელდება.
მინისტერიალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების მონაწილეობით 21 თებერვალს, GECF-ის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრის წინა დღეს, დასწრებული ფორმატით გაიმართება. მინისტრები თავიანთ დასკვნებს მათ განსახილველად წარუდგენენ.
რიგით მეექვსე სამიტის შედეგების მიხედვით დაგეგმილია დოჰას დეკლარაციის მიღება.
ფორუმის მონაწილეები არიან ალჟირი, ბოლივია, ეგვიპტე, გვინეა, ირანი, ლიბია, ნიგერია, კატარი, რუსეთი, ტრინიდადი და ტობაგო, ვენესუელა, ხოლო აზერბაიჯანი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ერაყი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ფორუმს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან.
wyaro - გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ოფიციალური ვებგვერდი
ყველა ახალი ამბავი
0