https://sputnik-georgia.com/20220220/didi-britanetis-dedofali-koronavirusit-dainficirda-264612856.html
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე კორონავირუსით დაინფიცირდა
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე კორონავირუსით დაინფიცირდა
Sputnik საქართველო
ელისაბედ მეორის ინფიცირების შესახებ ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს
2022-02-20T17:03+0400
2022-02-20T17:03+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263367038_0:204:3108:1952_1920x0_80_0_0_6caf5b34b6bd0ed12afac79b447c6f73.jpg
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება გაზეთი Telegraph ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით.სასახლეში აღნიშნეს, რომ დედოფალი მიიღებს სამედიცინო მომსახურებას და „შეასრულებს ყველა სათანადო რეკომენდაციას“.რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინც ჩარლზს. რამდენიმე დღით ადრე მას დედოფალთან კონტაქტი ჰქონდა.გასული წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელისაბედ მეორე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მარტში მან ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა, ოქტომბერში - მესამე, ბუსტრ-დოზა.დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს და მან რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ის პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში ხელჯოხით, ცოტა ხნის წინ კი აღიარა, რომ სიარული უჭირს.ელისაბედ მეორე 95 წლისაა. წელს იქ ტახტზე ასვლის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.წყარო - გაზეთი Telegraph
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263367038_417:142:2958:2048_1920x0_80_0_0_48edc667c2755c6c3d7b041875aef483.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი დედოფალი ელისაბედ ii covid-19
დიდი ბრიტანეთი დედოფალი ელისაბედ ii covid-19
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე კორონავირუსით დაინფიცირდა
17:03 20.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) ელისაბედ მეორის ინფიცირების შესახებ ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება გაზეთი Telegraph ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით.
„მის უდიდებულესობას გაციების მსგავსი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში უინდზორის სასახლეში მარტივი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს“, - ნათქვამია სტატიაში.
სასახლეში აღნიშნეს, რომ დედოფალი მიიღებს სამედიცინო მომსახურებას და „შეასრულებს ყველა სათანადო რეკომენდაციას“.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინც ჩარლზს. რამდენიმე დღით ადრე მას დედოფალთან კონტაქტი ჰქონდა.
გასული წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელისაბედ მეორე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მარტში მან ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა, ოქტომბერში - მესამე, ბუსტრ-დოზა.
დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს და მან რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ის პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში ხელჯოხით, ცოტა ხნის წინ კი აღიარა, რომ სიარული უჭირს.
ელისაბედ მეორე 95 წლისაა. წელს იქ ტახტზე ასვლის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.