https://sputnik-georgia.com/20220219/ziudo-qartvelebma-ori-oqros-medali-moipoves-264602742.html
ძიუდო: ქართველებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
ძიუდო: ქართველებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
მესამე ადგილისთვის შეხვედრები დათმეს ონისე სანებლიძემ და ონისე ბუღაძემ.
2022-02-19T21:52+0400
2022-02-19T21:52+0400
2022-02-19T21:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462943_0:172:3030:1876_1920x0_80_0_0_f74fd70e12e8df7328c41392f7dac1d9.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. თელ-ავივის გრანდ სლემზე გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მესამე საჭიდაო დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვა.გრანდ სლემის მესამე დღეს ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი ნაკრებიდან ექვსმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ოქროს მედლები გურამ თუშიშვილმა (+100კგ) და ილია სულამანიძემ მოიპოვეს (-100კგ). მესამე ადგილისთვის იჭიდავეს ონისე სანებლიძემ (-100კგ) და ონისე ბუღაძემ (+100), თუმცა ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირება ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან მოიგო. ქართველი სპორტსმენი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, რაც შედეგზეც აისახა. ქართველმა მძიმეწონოსანმა მეტოქეს სამი შიდო (გაფრთხილება) მიაღებინა და ჩემპიონობაც მოიპოვა.აქტიური ჭიდაობის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება ილია სულამანიძემაც, რომელმაც ფინალში ნიდერლანდელი მიქაელ კორელი დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს შეხვედრის ბოლო წუთზე იპონით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე ასევე გამოვიდნენ სოფია სომხიშვილი (+78კგ) და უშანგი მარგიანი (-90კგ), თუმცა ორივე ძიუდოისტი ასპარეზობას ტურნირის საწყის ეტაპზე გამოეთიშა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462943_150:0:2881:2048_1920x0_80_0_0_bfeb99c24c6b43772ab044d1560ab67f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ძიუდო გრანდ-სლემი თელ-ავივი საქართველო ორი ოქრო მედალი
ძიუდო გრანდ-სლემი თელ-ავივი საქართველო ორი ოქრო მედალი
ძიუდო: ქართველებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
21:52 19.02.2022 (განახლებულია: 21:55 19.02.2022) მესამე ადგილისთვის შეხვედრები დათმეს ონისე სანებლიძემ და ონისე ბუღაძემ.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. თელ-ავივის გრანდ სლემზე გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მესამე საჭიდაო დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
გრანდ სლემის მესამე დღეს ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი ნაკრებიდან ექვსმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ოქროს მედლები გურამ თუშიშვილმა (+100კგ) და ილია სულამანიძემ მოიპოვეს (-100კგ). მესამე ადგილისთვის იჭიდავეს ონისე სანებლიძემ (-100კგ) და ონისე ბუღაძემ (+100), თუმცა ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.
გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირება ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან მოიგო. ქართველი სპორტსმენი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, რაც შედეგზეც აისახა. ქართველმა მძიმეწონოსანმა მეტოქეს სამი შიდო (გაფრთხილება) მიაღებინა და ჩემპიონობაც მოიპოვა.
აქტიური ჭიდაობის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება ილია სულამანიძემაც, რომელმაც ფინალში ნიდერლანდელი მიქაელ კორელი დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს შეხვედრის ბოლო წუთზე იპონით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე ასევე გამოვიდნენ სოფია სომხიშვილი (+78კგ) და უშანგი მარგიანი (-90კგ), თუმცა ორივე ძიუდოისტი ასპარეზობას ტურნირის საწყის ეტაპზე გამოეთიშა.