უცხოურმა ფონდმა ქართულ ავიაგადამზიდავ კომპანიაში ინვესტიცია განახორციელა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი Airbus A320
თვითმფრინავი Airbus A320 - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2022
გამოწერა
ინვესტიციის შედეგად ქართული კომპანია წლის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს 4 თვითმფრინავზე
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ფონდმა Gazelle Fund LP გადაწყვიტა 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ქართულ ავიაკომპანია Camex Airlines-ში, აცხადებენ ფონდში.
Gazelle Finance-ის გენერალური დირექტორის ჯეფრი ლიბერტის (Jeffrey Liebert) თქმით, Camex Airlines-ს აქვს ბაზარზე შესვლის კარგი შესაძლებლობა ევროპასა და აზიას შორის სატვირთო ავიაგადაზიდვებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, რაც მიწოდების ჯაჭვის ცვლილებებმა და მთელ მსოფლიოში საქონელბრუნვის ციკლების გაზრდამ განაპირობა.
„ქართული სატვირთო ავიაკომპანია შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სამხრეთ კავკასიის მულტიმოდალური სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის“, - განუცხადა ლიბერტმა ჟურნალისტებს.
ეს Gazelle Finance-ის პირველი ინვესტიციაა რეგიონულ სატრანსპორტო სექტორში.
Camex Airlines-ის ხელმძღვანელის, დავით მაზმიშვილის განცხადებით, ამ ინვესტიციის შედეგად ავიაკომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს 4 თვითმფრინავზე, მათ შორის Boeing 737-800-ზე, და უზრუნველყოფს ამ თვითმფრინავების ექსპლუატაციისა და მომსახურებისთვის საჭირო საბრუნავ კაპიტალს.
Gazelle Finance - ფინანსური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას ევრაზიის რეგიონში სწრაფად მზარდ მცირე და საშუალო საწარმოებში, ამჟამად ფოკუსირებულია საქართველოსა და სომხეთზე.
შპს Camex Airlines 2021 წელს დაარსდა. ავიაკომპანიამ გააფორმა ხელშეკრულებები EASA-ს მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების პროვაიდერებთან და მზადაა ოპერირება დაიწყოს AOC სერტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0