თუ ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს: კარასინი აბაშიძესთან შეხვედრას მარტში გეგმავს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2022
გამოწერა
მოსალოდნელია ორმხრივი კონტაქტების განხილვა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში მარტის მეორე ნახევარში გაიმართება, თუ ამას კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს, განაცხადა კარასინმა.
„ზოგადად ჩვენ ვგეგმავთ ასეთ კონტაქტს. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია პანდემიაზე, სხვა დროს ჩვენ ხომ ყოველთვის ვხვდებოდით პრაღაში”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
„პრინციპში ჩაფიქრებული გვაქვს მარტის მეორე ნახევრისთვის, უნდა შევკრიბოთ მცირე გუნდი - მათი მხრიდან, ჩვენი მხრიდან, რომ სერიოზულად ვისაუბროთ პერსპექტივებზე. ბევრი კითხვაა - ორმხრივიც, „3 + 3“, რეგიონული პოლიტიკა“, - განმარტა მან.
მისი თქმით, მოსალოდნელია ორმხრივი კონტაქტების განხილვა.
„იქ არის ავიარეისების აღდგენის პრობლემა, მოგზაურობების პრობლემა, ვიზების საკითხი - მთელი რიგი პრობლემების, რომლებიც მომწიფდა საიმისოდ, რომ ხელშესახები გახდეს“, - აღნიშნა მან.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის პრაღაში შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0